in

გავრცელებული მითები ვარჯიშის შესახებ

ვარჯიში და, ზოგადად, ფიზიკური აქტივობა ჩვენს კეთილდღეობაში დიდ როლს თამაშობს. რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე, დიდ გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე, ხასიათზე, ენერგიაზე.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვარჯიშთან დაკავშირებული უამრავი მითი არსებობს. სამწუხაროდ, ეს მითები იმდენადაა დამკვიდრებული საზოგადოებაში, რომ ხშირად, ისინი სწორ ფიზიკურ აქტივობაში ხელს გვიშლიან.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში სწორედ რომ ვარჯიშთან დაკავშირებული მითები გაგიზიაროთ:

მითი#1: თუ ვარჯიშობთ და წონაში არ იკლებთ, რაღაცას არასწორად აკეთებთ.

რეალობა: ვარჯიშის განმავლობაში არასასურველი ცხიმი აუცილებლად იწვება, თუმცა, ამავდროულად, ვარჯიში ხელს უწყობს კუნთების განვითარებასაც. კუნთების ზრდა კი ავტომატურად გულისხმობს სხეულის მასის დამძიმებას. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ დაკლებული კილოგრამები რეალურად კუნთებში გადანაცვლდება და ამიტომ, რაღაც პერიოდში შესაძლოა, წონის კლება ვერ შენიშნოთ სასწორზე.

მითი#2: წონისთვის ვარჯიში ხშირად სხეულს კუნთიანს ხდის.

რეალობა: ასე ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გინდათ, რომ ასე გამოიყურებოდეთ. მაგალითად, ბოდიბილდერები მიზანმიმართულად ხშირ-ხშირად წევენ მძიმე წონას ამ მიზნის მისაღწევად. ზომიერი ვარჯიში არის შესანიშნავი გზა კუნთების გამაგრებისა და ტონუსის გასაუმჯობესებლად, ძვლების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და, ამასთანავე, ეს ფიტნეს გეგმის ძირითადი კომპონენტიცაა.

მითი#3: უფრო მეტ კალორიას დაწვავთ, თუ ჭამამდე ივარჯიშებთ.

რეალობა: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იდეალურ წონაზე 30%-ით მეტი ხართ, ხოლო თუკი არ ხართ, მაშინ ჭამის შემდეგ უფრო მეტ კალორიას დაწვავთ. თუმცა კი, ყოველთვის მოერიდეთ დაძაბულ აერობულ ვარჯიშებს ჭამის შემდეგ.

მითი#4: უმჯობესია დილით ივარჯიშოთ.

რეალობა: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. არა აქვს მნიშვნელობა დღის რომელ საათზე ვარჯიშობთ. თუმცა კი, ვარჯიშმა უშუალოდ ძილის წინ შეიძლება ხელი შეუშალოს დაძინებას.

მითი#5: ვარჯიში შეიძლება საშიში იყოს.

რეალობა: ვარჯიშით დაზიანების შემთხვევები ძალიან მცირეა. შავდებიან ისინი, ვინც ვარჯიშობს უზომოდ ბევრს ან ვარჯიშობს მაშინაც კი, როდესაც რაიმე ტკივა ან ძალიან დაღლილია. ვარჯიშის ინტენსივობის და ხანგრძლივობის თანდათანობითი ზრდა საუკეთესო გზაა დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.

მითი#6: მიირთვით მეტი ცილა, თუ კუნთოვანი მასის გაზრდას ცდილობთ.

რეალობა: ზედმეტმა პროტეინმა შეიძლება დააზიანოს თირკმელები და ორგანიზმს კალციუმი გამოაცალოს.

მითი#7: თუ ტკივილი არ არის, შედეგი არ არის.

რეალობა: ტკივილი არის თქვენი სხეულის გამოხატვის გზა, რომელიც გეუბნებათ, რომ შეწყვიტოთ საშიში ქმედება. ვარჯიშის დროს ყოველთვის მოერიდეთ სერიოზულ დისკომფორტს ან დაძაბულობას.

მითი#8: ვარჯიშის დაწყებამდე გაჭიმვა გადამწყვეტია.

რეალობა: ხშირად ვარჯიშამდე გაჭიმვა 5 წუთის განმავლობაშიც კი საზიანოა. უმეტესად, გაჭიმვა უკეთესია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, როდესაც კუნთები ყველაზე თბილია.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

iOS 14.5 განახლება – ნიღბის ტარებისას Face ID-ის გამოყენება შეგეძლებათ

როგორ მოქმედებს ნოსტალგიის გასაოცარი ძალა სამსახურში?