21
Aug
2019

სამი მითი დისტანციური მუშაობის შესახებ

21 Aug 2019

დისტანციურ მუშაობას ზოგჯერ უნდობლად უყურებენ. თუმცა, სტატისტიკა საპირისპიროზე საუბრობს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სამუშაოს სულ უფრო მეტად უახლოვდება დისტანციურ ფორმატს. ეს სულაც არ არის ახალი კონცეფცია. ასეთი პრაქტიკა NASA-ს ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჰქონდა. თუმცა, რატომ არ ენდობა ზოგიერთი ხელმძღვანელი დისტანციურ სამუშაო განრიგს თანამშრომლებისთვის? ამ თემის გარშემო უამრავი მითია. ბევრი მათგანი ფესვებს გაუცნობიერებლობიდან იღებს – ბევრს არ ესმის, რამდენად აუცილებელია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის დისტანციურად მუშაობა, ზოგიც, მიზეზად არასაკმარის რესურსებს ასახელებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სიმართლე კი ისაა, რომ შრომითი ბაზრის კონკურენციასთან ერთად, თანამშრომლებს უფრო მეტი არეალი აქვთ, სად და როგორ იმუშაონ. კომპანიები კი, რომლებიც თანამშრომლებზე განრიგის მორგებას და ამგვარად მათ მხარდაჭერას არ ცდილობენ, დაკარგავენ ღირებულ კადრებს, სულ რომ არაფერი ვთქვათ, ახალი სამუშაო ძალის შექმნაზე.

ყოველივე ამის უკან დგას სამი მითი დისტანციური მუშაობის შესახებ, რის გამოც კომპანიების ლიდერები თავს იკავებენ:

მითი: დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები არაპროდუქტიულები არიან.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მცდარი მოსაზრებაა, ამ თემატიკასთან დაკავშირებით. დამსაქმებლები მიდრეკილები არიან იფიქრონ, რომ თანამშრომელი სამუშაო საათებს “ნეტფლიქსის” სერიალების ყურებაში ატარებენ. სინამდვილეში, თანამშრომელთა 65% დისტანციურად მუშაობისას უფრო პროდუქტიულია. FlexJob-ის ყოველწლიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რატომ: როდესაც ოფისს გარეთ მუშაობთ, დისტანციურად, თქვენ ნაკლებად გაქვთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები, უფრო ნაკლებია ხმაურიც.

საბოლოო ჯამში, თანამშრომელს რჩება მეტი დრო საქმეზე კონცენტრირებისთვის და არც ოფისის ყოველდღიური სტრესი ახდენს გავლენას. თუკი იზრუნებთ იმაზე, რომ დაიქირაოთ საჭირო ადამიანები თქვენს დისტანციურ კომუნაში, ისინი აუცილებლად გახდებიან იმ 65%-ის ნაწილი, დროის ფლანგვის ნაცვლად.

მითი: დისტანციური თანამშრომლები არ არიან საქმეში ჩართულები და არიან უბედურები.

ეს კიდევ ერთი სტერეოტიპია, რაც დისტანციურ სამუშაოს უკავშირდება. თითქოს, თანამშრომელი, რომელიც სახლიდან მუშაობს, ვერ ხვდება, როდის მოწყდეს სამუშაოს, რაკი ის იმავე ადგილას ცხოვრობს, სადაც მუშაობს. მაგრამ სინამდვილეში, AmeriSleep-ის კვლევა ადასტურებს, რომ დისტანციურ თანამშრომელთა 57% უფრო ბედნიერია კარიერულად. მეტიც, რესპონდენტთა 80%-ზე მეტი ამბობს, რომ ამგვარად, ნაკლებ სტრესს განიცდის. საბოლოო ჯამში, თანამშრომელთა 75% გეგმავს, კარიერის ბოლოს, დისტანციურ განრიგზე გადასვლას.

თანამშრომლის გადაწვა მის შენარჩუნებასა და პროდუქტიულობის ზრდას უშლის ხელს. მოქნილი სამუშაოს შეთავაზება თანამშრომელს უფრო ბედნიერად აგრძნობინებს თავს, რაკი ნაკლებ სტრესთან ექნება შეხება და ცხოვრებისეულ ბალანსსაც მოიპოვებს. მისცეთ თანამშრომლებს მეტი თავისუფლება და ავტონომია ყოველდღიურობაში, წაახალისებს მათ, გაზრდის მათ პროდუქტიულობას, უბიძგებს მიზნების დასახვაში…

დისტანციურად მუშაობა ხელს უშლის კარიერულ ზრდას

კარიერის შენება დისტანციურადაც აბსოლუტურად შესაძლებელია. მაგრამ სწორედ კომპანიებმა და ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომელს განვითარების იგივე პირობები ექნება დისტანციურად, რაც ოფისში. ეს კი, ის სფეროა, სადაც უამრავი კომპანია საჭიროებს დახვეწას.

2014 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევაში საუბარი იყო თანამშრომლებზე, რომლებსაც დისტანციურად მუშაობისას 13%-ით უკეთესი პერფორმანსი ჰქონდათ, ოფისის თანამშრომლებთან შედარებით. ამის მიუხედავად, დისტანციურ თანამშრომლებს დაწინაურების 50%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ, ოფისის თანამშრომლებთან შედარებით. რატომ? ბუნებრივია, ამას არაფერი აქვს საერთო პროდუქტიულობასთან. ეს იმიტომ, რომ კომპანიებმა უნდა შესთავაზონ იგივე შესაძლებლობები, განათლება და განვითარება დისტანციურ კადრებს, რაც ოფისისას. ონლაინ სწავლება, ვებინარები და დისტანციური ხელმძღვანელების დაქირავება მარტივი გამოსავალია უკლებლივ ყველა თანამშრომლისთვის თანაბარი პირობის შესაქმნელად.

დისტანციური სამუშაო კომპანიებსა და თანამშრომლებს აყენებს სიტუაციაში, სადაც ყველა მოგებულია. კომპანიები ღებულობენ კარგ თანამშრომლებს, თანამშრომლები – მეტ დროს სამუშაოსთვის, რაც ისევ კარიერაში უნდა ეხმარებოდეთ.

ტექნოლოგიური განვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ორგანიზაციის ლიდერებმა ის სამუშაო ძალის სასარგებლოდ გამოიყენონ, სადაც თანამშრომელი უფრო მეტ ჩართულობას იგრძნობს და ორგანიზაციის განუყოფელ ნაწილად ჩათვლის თავს. ყველა კომპანია უნდა იყოს ფოკუსირებული შედეგზე და არა ოფისში გატარებული საათების რაოდენობაზე. დისტანციური მუშაობა კი, გვევლინება ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად მაღალი წარმადობის, მრავალფეროვანი და პროდუქტიული კომპანიის შესაქმნელად, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მუშაობს.

 

წყარო: inc



განხილვა