in

Mytravel – დაჯავშნე სასურველი ქონება „ონლაინ“, მთელ საქართველოში

Mytravel ახალი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებელსა და მაძიებელს, ერთმანეთთან, მარტივად აკავშირებს. აქედან დაჯავშნი სახლს, ბინას ან სასტუმროს, მთელ საქართველოში, ზღვაზე, მთაში თუ ბარში. Visa ბარათით გადახდისას კი, პირველი 100 მომხმარებელი, მიიღებს 30%-მდე ფასდაკლებას, მაქსიმუმ, 150₾-ის ოდენობით .

პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევს, სრულად დისტანციურად მოძებნო და „ონლაინ“ დაჯავშნო უძრავი ქონება დროის სასურველ მონაკვეთში, მიიღო დამატებითი სერვისები, ეს იქნება კვება, თუ სხვა ტიპის მომსახურება. ასევე – გადაიხადო შენთვის ხელსაყრელი ანგარიშსწორების მეთოდით და ისარგებლო ფასდაკლებებით. მომავალში, გარდა უძრავი ქონებისა, ნებისმიერი ტურისტი შეძლებს, ვებგვერდზე დაჯავშნოს აქტივობები, ტურები თუ სხვა საინტერესო გამოცდილებები.

„მოხარულები ვართ, Mytravelთან ერთად, ახალი პროექტის დაწყებით. ამ კამპანიის ფარგლებში, ჩავუშვით მომხმარებელზე ორიენტირებული, მოსახერხებელ პლატფორმა მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, თუმცა, დაგეგმვას სირთულეებთან აკავშირებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში, შევუქმნათ მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება ვებგვერდზე უძრავი ქონების მოძებნა-დაჯავშნისას და Visa ბარათით გადახდისას, სპეციალური პირობების მიღებით. პლატფორმა ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე ტურისტებისთვის, რათა მათ აღმოაჩინონ დღემდე შეუცნობელი საქართველო, დედამიწის ის უმცირესი ნაწილი, მთელი სამყაროს სიმდიდრეს რომ აერთიანებს ”, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

Mytravel-ზე, ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელიც შეგიძლია შენს ციფრულ წინამძღოლად აქციო. თუ გაქვს საოცნებო ადგილი დედამიწის რომელიმე წერტილში, AI დაამუშავებს მონაცემებს და ანალიზის საფუძველზე, გაპოვნინებს მის ანალოგს აქვე, საქართველოში. ასევე, შეძლებ, აღმოაჩინო ახალი ადგილები მშვიდი დასვენებისა და  დაუვიწყარი თავგადასავლის მოსაწყობად.

ვებგვერდის მოქნილი ტექნიკური აღჭურვის გარდა, მიმდინარე ზაფხულში დაგეგმილია მრავალმხრივი მარკეტინგული აქტივობა, რომლის მთავარი მოწოდებაა  „ჩემი ზაფხული აქ არის“ და შეგიძლია, მარტივად აიხდინო შენი შორეული ოცნება აქ.ახლა, დაზოგო თანხა და დაისვენო უზრუნველად.

 

[პარტნიორის კონტენტი]

TEAMVIEWER – მანჩესტერ „იუნაიტედის“ ახალი მთავარი სპონსორია

ნახეთ: მინიმალისტური ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები