მოგეხსენებათ, 2017 წლიდან კომპანია „Digital ads”-მა თავის პორტფოლიოს დაამატა საქართველოში ყველაზე რეიტინგული ვებ-პორტალი „myvideo.ge”
როგორც დაგპირდით, ამ ორი ძლიერი გუნდის გაერთიანებით ჩვენ კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქტებს შევქმნიდით ჩვენი პარტნიორებისათვის.
„myvideo.ge” 1 აგვისტოდან თავის ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს სარეკლამო განთავსების შესააძლებლობას ყველაზე დიდ ქართულ მობილურ აპლიკაციაში , რომელსაც უკვე 1 მილონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს ანდროიდ მარკეტზე.
აპლიკაციას თვეში 500,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და 12 მილიონ-ზე მეტი ნახვა აქვს, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია, როგორც ანდროიდის მოწყობილობის სმარტ მობილურ ტელეფონებზე, ასევე – IOS სისტემაზე.
Myvideo.ge-ს პარტნიორებს შესაძლებლობა ექნება განათავსოს რეკლამა მისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმატით – ვიდეო რეკლამა, სტატიკური ან ანიმირებული სარეკლამო ბანერი.
ჩვენი მიზანია გავხდეთ სანდო პარტნიორები არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.
[R]