in

MYVIDEO.AZ – MYVIDEO აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში პორტალ Myvideo-ს ფილიალი გაიხსნა. კომპანიაში ამბობენ, რომ Myvideo.az  ქართული ანალოგის მსგავს მომსახურებას არა მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელს შესთავაზებს.

 

2

სოფო ელიზბარაშვილი (Myvideo-ს PR და სოციალური მედიის მენეჯერი): ერთ-ერთმა მსხვილმა აზერბაიჯანულმა საკაბელო ტელევიზიამ (KATV1) გამოთქვა Myvideo-სთან თანამშრომლობის სურვილი. მათი ინვესტიციისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად 2013 წლის დასაწყისში ”ჩაეშვა” Myvideo.az, რომელიც აზერბაიჯანელ მომხმარებელზეა გათვლილი.

ეს არის Myvideo-ს მსგავსი პორტალი (ანუ ბიზნესია აზერბაიჯანში, ფილიალია აზერბაიჯანში), თუ არის ეს ”ფრანჩაიზი”?

ხშირად გვადანაშაულებენ myvideo.ge-ს გაყიდვაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება -ეს არის ჩვენი ფილიალი აზერბაიჯანში.

რა ტიპის იქნება Myvideo აზერბაიჯანში, მისი გარეგანი მხარე და კონტენტი?

Myvideo.az მომხმარებლებს სთავაზობს იგივე სერვისებს, რასაც myvideo.ge. ერთ ინტერნეტ სივრცეში აზერბაიჯანელი მომხმარებლისათვის თავმოყრილია: სხვადასხვა კეტოგორიის ვიდეო რგოლები, რომელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს; 40 მდე ტელეარხი პირდაპირი ეთერითა და შესაბამისი არქივით; სხვადასხვა ჟანრის ფილმები, რომლებიც განთავსებულია ონლაინ კინოთეატრში;

წარმატებული კომპანიებისა თუ კრეატიული მომხმარებლების ბრენდირებული არხები და სხვა. ამას გარდა, აზერბაიჯანელ მომხმარებლებს ვუწევთ სხვადასხვა დამატებით მომსახურებასაც, მათი მოთხოვნების შესაბამისად, როგორიცაა მაგალითად, ქორწილის ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების LIVE სტრიმინგი. ვიზუალს რაც შეეხება, ლოგო და ბრენდის ძირითადი ელემეტები უცვლელია, საიტის დიზაინიც myvideo.ge-ს ანალოგია.

რეკლამის რა საშუალებები იქნება?

Myvideo.az-ზე ხელმისაწვდომია რეკლამირების იგივე საშუალებები, რასაც myvideo.ge სთავაზობს მომხმარებლებს: სხვადასხვა ზომის ანიმირებული და სტატიკური ბანერი, 5 და 10 წამიანი ვიდეო რეკლამა ტელევიზიების გვერდზე LIVE-ს დაწყების წინ. ასევე ვიდეო რგოლების ჩატვირთვამდე სხვადასხვა ხანგრძლივობის სარეკლამო და პრომო ვიდეოები.

მოემსახურებით ადგილობრივ კლიენტებს, თუ (ვთქვათ, კავკასიის მასშტაბით) სხვა ქვეყნებიდან რეკლამების განთვსებაც იქნება შესაძლებელი?

ვემსახურებით მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით – რეკლამის განთავსება შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში მოღვაწე ორგანიზაციას როგორც myvideo.ge-ზე, ასევე Myvideo.az-ზე.

ქართული კომპანიები, რომლებსაც რეკლამის განთავსება სურთ Myvideo.az-ზე, სხვა კომპანიებთან შედარებით, ბუნებრივია, სარგებლობენ შეღავათებით.

რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი აზერბაიჯანში?

ამ ეტაპზე Myvideo.az ამართლებს მოლოდინებს. აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მომავალში შესაძლოა Myvideo.az მის ქართულ ალტერნატივაზე მომგებიანიც კი გახდეს.

Myvideo.az მონაწილეობდა ბაქო ექსპო ცენტრში გამართულ ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაში – BakuTel 2013, სადაც მოხდა ჩვენი ახალი პროდუქტის პრეზენტაცია – ეს არის ანდროიდის აპლიკაცია TV box-ებისათვის, რაც ამ პლატფორმის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას Myvideo.az-ზე შეთავაზებული სერვისებით ისარგებლონ არა მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით, არამედ ტელევიზორებითაც.

რამდენად მორგებულია პორტალის კონენტი და ფასები აზერბაჯანის ბაზარზე?

იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანულ ინტერნეტ სივრცეში რეკლამის ფასები, ქართულთან შედარებით, დაახლოებით, 3-ჯერ მაღალია, Myvideo.az-ზე რეკლამის ღირებულება მორგებულია სამიზნე სეგმენტს.

თუ აპირებთ Myvideo-ს, იგივე კავკასიის ან სხვა ქვეყნებში გაფართოებას?

Myvideo-ს პროექტის განხორციელება ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალ გეოგრაფიულ ბაზარზე შესასვლელად ყოველთვის ვცდილობთ ადგილობრივი ინვესტორები და პარტნიორები მოვიზიდოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს მიზნები, მაგრამ სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარს თავს ვარიდებთ.

როგორ გავხადოთ 80 000 ადამიანი Facebook-ზე ჯერ არარსებული პოდუქტის ფანი?!

ჯეოსელი ნამდვილი ისტორიები

Geocell – მობილური თაობა და რეალური ისტორიები