27
Apr
2017

Myvideo.ge მილიონერია!

27 Apr 2017

Myvideo.ge-ს აპლიკაციას, რომელიც android მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი, 1 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს! აპლიკაცია სმარტფონებსა და პლანშეტებზე myvideo.ge-ს ყველა სერვისის კომფორტული გამოყენებისთვის შეიქმნა 2009 წელს და მას შემდეგ რეგულარულად ახლდება მომხმარებლების მოთხოვნების მიხედვით. გარდა პირდაპირი სატელევიზიო ეთერისა და ვიდეოებისა, აპლიკაციას აქვს შემდეგი ფუნქციები: ტელეარხების პროგრამის ნახვა, გადახვევისა და დაპაუზების ფუნქცია, გადაცემების ძებნა პროგრამისა და დროის მიხედვით და გადაცემის დაწყების შეხსენება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა აპლიკაციამ, შექმნილმა კონკრეტულად ქართული ბაზრისთვის, 1 000 000 გადმოწერას გადააჭარბა!

პორტალის მიზანია ხელმისაწვდომი იყოს ყველაფერით, რასაც ეკრანი აქვს და ყველგან, სადაც ინტერნეტია, შესაბამისად აქვს აპლიკაციები iOS და Windows Phone პლატფორმებისათვის, სმარტ ტელევიზორებისა და android TV BOX-ებისათვის. გარდა ამისა, 2015 წლიდან დაიწყო ახალი პროდუქტის, MYVIDEO TV BOX-ის გაყიდვა, რომელიც საკაბელო ტელევიზიის თანამედროვე ალტერნატივაა.

Myvideo არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტსივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, პორტალს ჰყავს 1 422 849 რეგისტრირებული მომხმარებელი და 800-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე. 2016 წლის დეკემბერში Myvideo 10 წლის გახდა. www.myvideo.ge/10 ასახავს კომპანიის 10 წლიანი მუშაობის შედეგებს.

განხილვა