ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გვერდი ,,მზად ხარ’’ გამოჩნდა. გვერდი ცნობილი ინფლუენსერების ვიდეორგოლებს ავრცელებს, რომლებშიც ისინი შეწუხებულ მდგომარეობაში გვევლინებიან, რაც დიდ ინტრიგას და მითქმა-მოთქმას იწვევს.
ვიდეოებში რუსკა ქარქაშაძე, ქრისტი ყიფშიძე და ლიზა ყენია იღებენ მონაწილეობას, თუმცა პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაინც არსად ჩანს.
“მზად ხარ?” ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა, თუმცა როცა ის მთელ ინტერნეტ სივრცეში გხვდება, ალბათ რაღაც საინტერესოს უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რისი სამზადისი მიდის და არის თუ არა ეს რომელიმე ბრენდის კამპანია.