in

მეცნიერებმა მზე ყველაზე ახლო ხედით გადაიღეს

მზის ირგვლივ მოძრავმა კოსმოსურმა ხომალდმა მასთან მიახლოება შეძლო და მისი იდუმალი მახასიათებლებიც გაამჟღავნა, მათ შორისაა ე. წ. ზღარბი და მზის პოლუსების შთამბეჭდავი ხედები.

M2
M2

26 მარტს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მზის ორბიტერი ყველაზე ახლო ე. წ. პერიჰელიონის ზონაში, მერკურის ორბიტიდან 48 მილიონი კილომეტრის მანძილზე, შევიდა. აქ ტემპერატურა დაახლოებით 500 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. მიღებული შედეგები კი მზის ქცევის შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის, იქნება ეს მაგნიტური ველები თუ კოსმოსში არსებული ქაოტური ამინდები.

ორბიტერი მზის იმ ნაწილებსაც გვაჩვენებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, თვალით უხილავია, მაგალითად, მზის ორბიტაზე დედამიწის პოზიციის გამო ჩვენთვის პოლუსების შესწავლა უკიდურესად რთულია. კოსმოსურ ხომალდს კი, რომელიც მზის ზემოთ და ქვემოთ ბრუნავს, ამ რეგიონების დანახვა შეუძლია. 

რაც შეეხება პოლუსებს, იგი მზის მაგნიტური ველებისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, მის აქტივობაზე დიდი გავლენა აქვს, მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. ორბიტერის დახმარებით ახლა სამხრეთ პოლუსის ხედების ნახვაც შეგვიძლია — ისინი მაგნიტური ველების მოძრაობას ამჟღავნებს…

ზღარბი” კი ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ… თუმცა მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რეალურად რასთან აქვთ საქმე. ეს 25 000 კილომეტრი სიგრძის, შედარებით პატარა რეგიონია, სადაც მზის ცხელი ნაპერწკლები ყველა მიმართულებით იშლება. ხოლო რადგან პირველად უფრო ენერგიული ნაწილაკები ჩანდა, ფიქრობენ, რომ ისინი არა ორბიტერთან, არამედ მზის ზედაპირთან ახლოს წარმოიქმნება.

დიახ, ESA-ს ორბიტერის არსებობის მთავარი მიზეზი მეცნიერთა დახმარებაა, რათა მათ  მზის ქარებისა და ზოგადად, მთელ ჰელიოსფეროზე მისი გავლენის შესახებ მეტი გაიგონ. 2030 წლამდე კი კიდევ 14 პერიჰელიონის შესწავლა იგეგმება.

აღფრთოვანებული ვართ, ჩვენთვის პირველი პერიჰელიონისგან მიღებული მონაცემების ხარისხით და ძნელია დაიჯერო, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, — აცხადებს დანიელ მიულერი, მზის ფიზიკოსი.

„საქკაბელი“ – ქართული ხარისხიანი წარმოების 60-წლიანი ისტორია

გახდი ყავის პროგრესის ნაწილი