„მზეთამზეს“ ბრენდმა განსხვავებული, ორიგინალური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იდეით მოგვმართა. სტრატეგიულად და ვიზუალურად შეფუთულიყო ბრენდი, რომლის შექმნის ძირითად ამოცანას მხოლოდ ქართული ინგრედიენტებითა და ტრადიციული წარმოების მეთოდით დამზადებული სასარგებლო პურის ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. ბრენდი ემსახურება ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და თანამედროვე საქართველოსთვის ჯანმრთელი, ხარისხიანი საკვების მიწოდებას, – ნინო კუპრაშვილი.
M: რა კონცეფცია აქვს ბრენდს და ლოგოტიპით როგორ გამოხატეთ მისი ფილოსოფია?
ნინო კუპრაშვილი: „მზეთამზეს“ ბრენდის ფილოსოფიას წარმოადგენს, შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ხორბალი და ქართული პურის დამზადების ტრადიციები, რათა გააძლიეროს ეროვნული უნიკალურობის იდენტურობა და მოსახლეობას კიდევ ერთი მიზეზი მისცეს, რომ საკუთარი მემკვიდრეობით იამაყოს.ბრენდი „მზეთამზე“ წარმოადგენს ფუნდამენტურ ქართულ ბრენდს, რომლის ამოცანაა, ხარისხიანი ქართული პროდუქციის შეთავაზებით, ქართული იდენტობის შენარჩუნება და მომავალი თაობების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა; ბრენდი პოზიციონირდება, როგორც ყველაზე ხარისხიანი ქართული პურის მწარმოებელი.
„მზეთამზე“ მიზნად ისახავს, ქართველ მოსახლეობაში ცნობიერება შექმნას, რომ ადგილობრივი წარმოების საკვები უფრო ხარისხიანია, ვიდრე იმპორტირებული და რომ ჯანმრთელობა ჯანსაღი საკვებიდან იღებს სათავეს; პური „მზეთამზე“ ავტომატურად უნდა იყოს ასოცირებული ხარისხთან, სიჯანსაღესა და სწორ არჩევანთან, – ნინო კუპრაშვილი.
კახა კახაძე – დიზაინის დეპარტამენტის დირექტორი: „მზეთამზეს“ ლოგოს შექმნის პროცესში გავითვალისწინეთ ბრენდის სახელი და მისგან გამოწვეული ასოციაციები. სიმბოლო შედგება ერთი ცენტრალური და მის გარშემო განლაგებული შვიდი მზისგან. მზის ელემენტებია გადათამაშებული შეფუთვის დიზაინშიც. მასზე არსებული აბსტრაქტული გეომეტრიული ფორმები გამოსახავს, ერთი მხრივ, თავთავის ვიზუალს, მეორე მხრივ კი – მზის გამოსახულებას.
M: რაც შეეხება ბრენდის პლატფორმას… რა ფუნქციონალები აქვს და როგორ ერგება მომხმარებელთა მოთხოვნებს?
ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმა შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან: ვიზუალური, ვერბალური და გამოცდილებითი (experiential); მისი შექმნის პროცესში, ლივინგსტონის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, რომ შეგვექმნა ბრენდის კომუნიკაციის მოდელი, რომელიც გამოხატავს როგორც მის ეროვნულ მნიშვნელოვნებას, ასევე პროდუქტის რაციონალურ უპირატესობებს.
ნინო კუპრაშვილი – სტრატეგიული დირექტორი: საბოლოო ჯამში, შეიქმნა ქართული, მარტივად მოსაუბრე, კომპეტენტური, პირდაპირი და ოდნავ პროვოკაციული ბრენდი, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის სიყვარული დაიმსახუროს და ეროვნულ საკულტო ბრენდად იქცეს.
Mzetamze Credits
Client: Gemovani
Agency: Leavingstone
Strategic Director: Nino Kuprashvili
Design Director: Kakha Kakhadze
Designers: Mariam Epitashvili, Akaki Razmadze, David Msakhuradze, Giorgi Bregvadze, Anuki Koniashvil
Account Director: Eko Chubinidze
Account Manager: Khatia Khatiashvili