in

18 ნოემბერს, ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის პროდუქტების გამოფენა გაიმართება

18 ნოემბერს ფილარმონიის ივენთ ჰოლში იგეგმება ქართული გენეტიკის (ჯიშის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა, ნიშნით “გემოვანი”, რომელშიც დაახლოებით 40 მონაწილე გამოფენს ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენაზე მონაწილეობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის პროდუქტს აწარმოებს, რადგან მათი მიზანია, გაიზარდოს ცნობადობა ქართული ჯიშის სურსათის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორი და სპონსორია ხორბლის პურის მწარმოებელი კომპანია “მზეთამზე”.

bog
bog-mob

 

ირაკლი ჩავლეიშვილი, კომპანია “მზეთამზე”: “ღონისძიების მიზანია ჯერ ქვეყნის შიგნით გავზარდოთ ცნობიერება და ცნობადობა, თუ რა არის ქართული ჯიშის სურსათი და შემდეგ მთელი ქვეყანა ვპოზიციონირდეთ საერთაშორისო ბაზარზე, როგორც განსაკუთრებული და ყველაზე მოთხოვნადი სურსათის მწარმოებელი ქვეყანა. ეს ყველაფერი გვინდა გავაერთიანოთ ერთი ნიშნის ქვეშ, რომელიც ნელ-ნელა შეიძენს მარეგულირებელ-მარკეტინგულ შინაარს და ჩამოყალიბდება ხარისხის ნიშნის მიმნიჭებელ ინსტიტუციად.

ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მოკიდა ხელი და გააშენა ვენახი. ისიც ცნობილია, რომ ვენახის სამშობლო საქართველოა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე, რასაც დღეს საქართველო ჰქვია, გავრცელდა ის ყველა და ყველაფრის ჯიში, რომელიც ნოემ წარღვნამდე შეარჩია და ეს იყო საუკეთესო იმ დროს არსებულთა შორის.

„გემოვანი“ არის ნიშანი, რომელიც აერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტებს. ეს არის ყველაზე გემრიელი, სასაგებლო, სასურველი, დეფიციტურიც სურსათი მსოფლიოში, მისი მოყვანა მომზადება ხდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ტრადიციული მეთოდებით და სწორედ ეს არის დეფიციტური მსოფლიოში, გენმოდიფიცირებული საყოველთაო რეალობიდან გამომდინარე.

მომავალი წლიდან, ეს ბაზარი მიიღებს ყოველკვირეულ ხასიათს. ჩვენც უფრო გავიზრდებით, როგორც ფიზიკურად, ასევე ცოდნით და საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რაც დავისახეთ მიზნად. საქართველო გახდება წარმატებული ქვეყანა და მისი წარმატების დიდი წილი მოვა მის უნიკალურ სოფლის მეურნეობაზე.”

ვიზუალური არტისტი – თაკაკა აბრამია, VR NOW-ს ევროპულ კონფერენციაზე, 40 სპიკერს შორის იქნება!

„ჯერ მარტო სახელი გაქვს ისეთი, ბრენდი უნდა გახდეო“ – ქოქოს ხელნაკეთი შოკოლადები თბილისში