in ,

“მზეთამზე – ქართული ხორბლის პური“

Startauperi
Startauperi

პურის ქართულ ბაზარზე საინტერესო სიახლეა. დაარსდა კომპანია “მზეთამზე- ქართული ხორბლის პური”, რომელიც ქართული ხორბლის ჯიშებისგან უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

“მარკეტერი” გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელ ლალი მესხთან.

M: რა არის “მზეთამზე”?

„მზეთამზე – ქართული ხორბლის პური“ –  ახალი კომპანიაა, რომელიც პურს აწარმოებს ქართული ჯიშისა და საქართველოში მოყვანილი ხორბლისგან, უსაფუაროდ და ქიმიური დანამატების გარეშე.

mzetamze1

M: მოგვიყევით თქვენი წარმოების პროცესის შესახებ.  

კომპანია  ყიდულობს სხვადასხვა ჯიშის ხორბალს: წითელი დოლი, დიკა, შავფხა, ფქვავს ფრაქციებად, ყოველდღიურად ამზადებს პურის დედას ანუ ხაშს ასაფუებლად და აცხობს რამდენიმე ტიპის პურს: წითელი დოლის აგური, რუხი აგური, ქატოს პური, პურუკები სეზამისა და მზესუმზირის მარცვლებით.

M: სად იყიდება თქვენი პროდუქცია?

„მზეთამზე“-ს  საცხობი და მაღაზია მდებარეობს ფალიაშვილის ქ.#47ა – ში.

mzetamze

M: გაგვაცანით სამომავლო გეგმები.

მომავალი სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ:

  • ქართული ხორბლის პურის გაყიდვას თბილისის სხვა უბნებშიც, წარმოების გაფართოებას, ასორტიმენტის გაზრდა-გამდიდრებასა და ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ქართული ჯიშის ხორბლის მწარმოებლებთან თანამშრომლობას ხორბლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდის, წარმოებაში ბიო მეთოდების გამოყენების მიზნით;
  • გემრიელი და სასარგებლო ქართული ხორბლის პურის, როგორც სუფთა და უსაფრთხო პროდუქტის პოპულარიზაციას;
  • საინვესტიციო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.


rkinigza

“საქართველოს რკინიგზა” გაფრთხილებთ და მოგმართავთ თხოვნით”

5 უკეთესია და ყველაზე ჭკვიანი – აუდის კამპანია საქართველოში