in

მზეზე ბოლო შვიდ წელში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა!

ეს ამბავი მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ამჟამინდელი ციკლის ყველაზე ძლიერი მზის აფეთქებაა 2017 წლის შემდეგ და ასე ტოპ ოცეულშიც კი შედის. სიძლიერის მასშტაბი X8.7-ს უდრიდა და 15 მაისს მოხდა AR 3664-ზე, მზის ლაქების იმ რეგიონში, რომელიც გასულ კვირას მზის ქარიშხლებზე იყო პასუხისმგებელი და ასე ფერადი ავრორებიც კი გამოიწვია. 

M2
M2

ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი დედამიწიდან მოშორებით მზის შორეულ მხარეს კვლავ გაგრძელდება. თანაც X კლასის აფეთქებები ყველაზე ძლიერია მათ შორის, რომლებიც მზეს შეუძლია, მართოს… აქტივობის ამგვარი ზრდა, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ საბოლოოდ მივაღწიეთ მის მაქსიმუმს, მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლის პიკს, სადაც იგი მრავალი აქტივობის, აფეთქებებისა თუ კორონალური მასის გამოფრქვევის წინაშე გვაყენებს.

მართალია, მზის ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იგი მზის მაგნიტურ ველში ვლინდება. ხოლო პიკში მზის მაგნიტური პოლუსები ადგილებს იცვლის, რითაც თავისსავე სხვა აქტივობების პიკს ემთხვევა. მზის ლაქები კი მზის ზედაპირზე არსებული ის რეგიონებია, რომლებშიც მაგნიტური ველი დროებით მიმდებარე რეგიონებზე უფრო ძლიერია.

ხოლო, როცა მზის ლაქების მაგნიტური ველების ხაზები ერთმანეთში იხლართება, ეს ენერგიის ძლიერ გამოდევნას იწვევს — ზუსტად ეს არის მზის აფეთქებაც. თუმცა ზოგჯერ ამას თან ახლავს მზის ნაწილაკების დიდი ბურთების გამოდევნაც, რომლებიც კვლავ მაგნიტურ ველებთანაა ჩახლართული, ამას კი უკვე კორონალური მასის აფეთქების სახელით ვიცნობთ. ხოლო, როცა ეს მასალა დედამიწის მაგნიტოსფეროს მიაღწევს, ნაწილაკების შედეგად მიღებული ურთიერთქმედება წარმოქმნის ავრორასა და სხვა შედეგებს.

იმის გამო, რომ მზის ციკლები ხანგრძლივობითაც განსხვავდება, რთულია, პიკის წინასწარმეტყველებაც. მზის მაქსიმუმზე თავდაჯერებულად მხოლოდ კონკრეტული ფაქტის შემდეგ შეგვიძლია, განვაცხადოთ, როცა მეცნიერები აქტივობის პიკის დასადგენად მონაცემების შეგროვებას შეძლებენ. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ ეს მომდევნო წლის ივლისში უნდა მოხდეს.

დაბოლოს, აღნიშნული მზის ციკლი იმაზე აქტიურია, ვიდრე ჩვეულებრივ ფიქრობდნენ, თუმცა ეს შესანიშნავი სიახლეა მზის მეცნიერებისა და ავრორას მაძიებლებისთვის. უამრავ მონაცემს გვაძლევს იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ იქცევა მზის ციკლი კონკრეტული გზით. ასე მზის მაქსიმუმისა და მინიმუმის დადგენასაც შევძლებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, მზის ციკლის ხანგრძლივობაზე…

როგორ დავეხმაროთ კოლეგას გადაწყვეტილების მიღებაში აქტიური მოსმენით

როგორ ვიმუშაოთ ფრილანს პლატფორმებზე ეფექტურად