in

მზეზე ორი ამოფრქვევა მოხდა!

ამან კორონარული მასის ამოტყორცნა გამოიწვია

მზეზე ამოფრქვევების სერიის შემდეგ, შესაძლოა, დედამიწაზე რამდენიმე დღიანი ძლიერი პოლარული ციალი ვიხილოთ… ეს ხომ სწორედ მაშინ ხდება, როცა კორონარული მასის ამოტყორცნის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს ეჯახება.

M2
M2

მზის ლაქამ, სახელად AR2929, ორი ანთება გამოყო, რასაც თან ახლდა კორონარული მასის ამოტყორცნაც. მართალია, არც ერთი მათგანი არ ყოფილა დედამიწისკენ მომართული, მაგრამ ამოფრქვეული მასალა ამჟამად კოსმოსში მიქრის და შეიძლება, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსაც დაარტყას. შედეგად გამოწვეული გეომაგნიტური შტორმი მცირე იქნება, შეიძლება, გამოიწვიოს მცირე რყევები ელექტროსისტემებში, რადიოკომუნიკაციების მცირე გაუარესება და ოდნავი ხარვეზები კოსმოსურ ოპერაციებში.

პირველი ანთება 18 იანვარს, ხოლო მეორე — 20 იანვარს დაფიქსირდა. ეს უკანასკნელი გაცილებით მძლავრი იყო და პირველისგან განსხვავებით, რომელსაც M1.5 კლასის კატეგორია მიენიჭა, M5.5 კლასით იქნა შეფასებული. ორივე მათგანი საშუალო დონის ანთებად მიიჩნევა, რადგან ჩვენს მზეს გაცილებით მძლავრი ამოფრქვევებიც ახასიათებს… თუმცა ისინი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ეფექტები დედამიწაზეც შევიგრძნოთ.

ამასთან, ორივე ამოფრქვევის შემთხვევაში, რენტგენული სხივების ჭავლმა დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენის იონიზება შეძლო, რაც მოკლე ტალღების ხანმოკლე რადიო ჩახშობებს იწვევს. თავის მხრივ, კორონარული მასის ამოტყორცნას (CME) მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთება განაპირობებს. შედეგად, მზის გვირგვინიდან (კორონა) მილიარდობით ტონა პლაზმა ამოიფრქვევა. ის ხშირად მზის ანთებებთან ერთად ხდება და მზისგან გარე მიმართულებით გადაადგილდება. ხოლო თუ დედამიწისკენ არის მომართული, ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად რამდენიმე დღე სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ანთებების სიხშირე სულ უფრო იზრდება, რადგან ჩვენი მზე მზის მაქსიმუმისკენ მიმართება — ანუ, აქტივობის პიკისკენ, რომელიც 11-წლიანი ციკლურობით ხდება. ეს ციკლი მზის მაგნიტურ ველს ეფუძნება, რომელიც ყოველ 11-წელიწადში ერთხელ ნაცვლდება. კერძოდ, ადგილებს ცვლის ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები. უცნობია, რა წარმართავს ამ ციკლებს (ბოლო კვლევების მიხედვით, მას რაღაც კავშირი აქვს 11,07-წლიან პლანეტურ განლაგებასთან), მაგრამ პოლუსები მაშინ გადანაცვლდება, როცა მაგნიტური ველი ყველაზე სუსტ წერტილშია, რასაც მზის მინიმუმს უწოდებენ.

რას უსმენს საქართველო?! – Spotify-ის დეკემბერის და 2021 წლის სტატისტიკა

“შენ ხარ ვენახი”, “დროის მანქანა” და “უსასრულობა” — ერეკლე წულაძის გამოფენა CROSTY CONCEPT STORE-ში