in

“წარმატება თავისით არ მოდის” – მზია შარაშიძე

მზია შარაშიძე შვილთან ერთად

„რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერმა მზია შარაშიძემ თავისი სამსახურეობრივი ცხოვრება ძალაინ საინტერესოდ,  აკადემიაში სწავლის პრალელურად რადიოში დაიწყო, სადაც მისი ხელსფასი საათში 60თეთრს შეადგენდა „თუ ღამის მორიგეობა არ მიწევდა თვეში დაახლოებით 45 ლარამდე გამოდიოდა. კვირაში ერთ ღამესაც თუ დავიმატებდი საკმაოდ „სოლიდური“ თანხა – 60-დან 80 ლარამდე გროვდებოდა.“

მზია შარაშიძე შვილთან ერთად

ჩვენი რესპოდენტი აქვე იხსენებს ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს, როცა ის პრემიით-200ლარით დაასაჩუქრეს. „მახსოვს, 2000 წლის დადგომას რადიოში, დიჯეის პულტთან შევხვდი. მთელი საახალწლო ღამე პირდაპირი ეთერი იყო. თენდებოდა და ხალხი ისევ რეკავდა… კისერი მწყდებოდა ისე მეძინებოდა“. რადიოს პარალელურად ის შემთხვევით მოხვდა ტელევიზიში, რის შემდეგაც 10 წლის განმავლობაში ტელე და რადიოწამყვანის საქმიანობას სხვადასხვა რადიოსადგურებსა და სატელევიზიო არხებზე ითავსებდა. იმ პერიოდში ჩააბარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში „კომუნიკაციების მენეჯმენტზე“, დამთავრებისთანავე კი  რეზიუმე „რედიქსში“გააგზავნა, სადაც PR მენეჯერის ვაკანსია იყო გამოცხადებული, პოზიციისთვის კი საბოლოოდ მისი კანდიდატურა შეირჩა და ისიც დღემდე ამ რედიქსის პიარ მენეჯერი მზია შარაშიძეკომპანიაში საშუალოდ ყოველდღიურად 8-10 საათს ატარებს. „რედიქსში“ ის ხშირად იხსენებს თავის ძველ პროფესიას და თავად  ამზადებს ხოლმე სხვადასხვა სარეკლამო მასალას კომპანიისთვის. „ზოგჯერ ბევრად მარტივია თავად გააკეთო ესა თუ ის ფაილი, ვიდრე დიზაინერს უხსნა, უმოწმო და ათობით სხვადასხვა ვარიანტი აკეთებინო საუკეთესოს შერჩევის მიზნით.. „

მისი ყოვედღიური საქმიანობდა თავბურდამხვევად მრავალფეროვანია, იქიდან გამომდინარე, რომ „რედიქსი“ ბევრ განსხვავებული ფუნქციის ობიექტს მართავს ხშირად უწევს ერთი თემიდან მეორეზე გადართვა და მთელი დღის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ტიპის საქმის მოგვარება. „განსაკუთრებით დაძაბული გრაფიკი მაშინ გვაქვს, თუ რაიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. აი ამ დროსაა ნამდვილი საგიჟეთი…“

მისი აზრით წარმატება მთისა და მოჰამედის ამბავივითაა: „თუ მთა არ მიდის მოჰამედთან, მოჰამედი მიდის მთასთან“.  „წარმატება თავისით არ მოდის. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გაიკაფოს მისკენ მიმავალი ეკლიანი გზა. შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ასეა: წარმატების მისაღწევად აუცილებელია მიზანდასახულობა და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა, რომელიც აუცილებლად დაფასდება…“

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენმა რესპოდენტმა გაგვიმხილა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა რომელიმე განვითარებული ქვეყნის ზოოპარკში ვეტერინარად, ასევე გააკეთებდა სათავგადასავლო გადაცემას Discovery-ზე ან Animal Planet-ზე…

მზია გადაღლილი გრაფიკის შემდეგ მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობს ხოლმე ჩინურ რესტორანს-ფალიაშვილზე. ასევე, ხშირად დადის „ანტრეში“-აბაშიძეზე. „მაგრამ ახლა მშობიარობის შემდგომ მომატებული 15 კილო უნდა დავიკლო და ალბათ იქაურობასაც დიდი ხნით დავემშვიდობები.“

მზია შარაშიძე ბავშვთან ერთად

 საქართველოში არსებულ ბრენდებიდან უპირატესობას „სამოსელი პირველს“ ანიჭებს. „ყველა ქართული ბრენდი რომ ასე მიმზიდველად წარმოაჩენდეს თავის პროდუქციას, საქართველოში დამზადებული პროდუქტი გაცილებით გაყიდვადი და მოთხოვნადი იქნებოდა.“

საქართველოს მასშტაბით ყველაზე წარმატებულ კომპანიად ვერცერთი გამოარჩია, მაგრამ გაგვიმხილა სად ყიდულობს პროდუქტს „ხილს, ბოსტნეულსა და სხვა პროდუქტებს სახლის გარშემო მიმოფანტულ მაღაზიებში“ საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქციის შესაძენათ ძირითადად „გუდვილს“ ან „კარფურს“ სტუმრობს. „მოსახერხებელია, როდესაც შეგიძლია ურიკით ჩამოურბინო თაროებს და შეიძინო ყველაფერი, რაც შეიძლება სახლში დაგჭირდეს, თუმცა ცუდია, რომ თაროების ჩამორბენისას ურიკა ხშირად ისეთი ნივთებით ივსება, რომელთა შეძენასაც საერთოდ არ აპირებდი. შესაბამისად, დანახარჯი ყოველთვის აჭარბებს დაგეგმილ ბიუჯეტს.“

ჩვენი რესპოდენტი მობილური ოპერატორებიდან ირჩევს ჯეოსელს, ტელეფონებიდან Iphone-ს, ყავს ავტომობილი „პეჟო“ 206. სატელევიზიო არხებიდან უპირატესობას Discovery, Animal Planet, History, National Geographic ანიჭებს. ქართული რეკლამებიდან დაამახსოვრდა „საქართველოს ბანკის“ ბოლო  რგოლი „Moves like Jagger-ის რიტმებზე მოცეკვავე სანტა და მისი გოგონები.“ თავად ბანკი „რესპუბლიკისა“ და „თიბისის“ მომხმარებელია.

საქართველოს ბიზნეს სექტორში ისურვებდა ეკონომიკური სტაბილურობას და ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, როგორც ადგილობრივი კომპანიებისა და ბიზნესმენების, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

მის მირ განხორციელებული პროექტებიდან წარმატებულად მიიჩნებს „რედიქსის“ მიერ განხორციელებული პროექტებს, რომელსაც სამ კატეგორიად ყოფს, ესენია: კომპანიის ქოლგის ქვეშ მოქცეული ობიექტები, მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობები და საქველმოქმედო პროექტები.

დასასრულს ჩვენმა რესპოდენტმა დამწყებ სპეციალისტებს ურჩია „მნიშვნელოვანია ყოველი სიტყვისა და წვრილმანის აწონ-დაწონა, თავშეკავება, სწრაფი და ადეკვატური რეაგირება; აუცილებელია მრავალმხრივი განათლება, ერუდიცია, დაკვირვება, თვალსაწიერის მუდმივი გაფართოება, გამართულად წერა და მეტყველება; და რაც ყველაზე მთავარია: ამ საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიის წარმომადგენლისთვის უმნიშვნელოვანესია კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება..“

ანა ტრაპაიძე – ალდაგი ბისიაი

შექმენი წარმატებული ბრენდი!