in ,

როგორ მოხვდა მზიანი იამაიკა ნიუ–იორკის ცივ სადგურში? – JetBlue–ს სიურპრიზი მომხმარებელს

ერთ სუსხიან დილას ნიუ–იორკის სადგურში მისულ მგზავრებს თბილი, მზიანი, მუსიკალური და ხალისიანი იამაიკა დახვდათ. ავიაკომპანია JetBlue–მ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის ცივ ზამთარში მოულოდნელი და არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაეკეთებინა. იამაიკურ მყუდრო კუთხესთან გამვლელ მგზავრებს, ბრენდის წარმომადგენლები ლამაზად მოწყობილ პატარა კუნძულზე ეპატიჟებოდნენ, ჯერ მათთვის განწყობის შექმნას ცდილობდნენ, ხოლო ბოლოს კულმინაციურ ამბავსაც უმხელდნენ. იღბლიან მომხმარებელს JetBlue საჩუქრად მატარებლის ბილეთის თვითმფრინავისაში გადაცვლას და პირდაპირ იამაიკაზე გაფრენას სთავაზობდა. არჩევანი საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია რა ჯობია ცივი, სუსხიანი ნიუ–იორკი თუ ცხელი, მზიანი ულამაზესი იამაიკა?!

BOG
BOG

 

Tostitos–ის გემრიელი ჩიფსი და შეფუთვა ალკო-ტესტის ფუნქციით

ACAG-ის პრინტ კონკურსი საავტორო პროდუქციის “პირატული” გავრცელების წინააღმდეგ