მომავლის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგია, რომლის დანერგვაც ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში დაგეხმარებათ – მზის ელექტროსადგურია. ამ ტექნოლოგიის დანერგვაში კი მზის ელექტროსადგურების დეველოპერი კომპანია „მზიანი ველი“ დაგეხმარებათ. მისი გუნდი უახლესი მიდგომებისა და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით გაგიწევთ კონსულტაციას, დაგიგეგმავთ პროექტს, ააგებს ელექტროსადგურს და მონიტორინგს გაუწევს მას. კომპანია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს. მის მიერ აგებული ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 3 მეგავატია. „მზიანი ველის“ სპეციალისტებმა კვალიფიკაცია ისეთ ქვეყნებში აიმაღლეს, სადაც ინდუსტრია შედარებით უფრო განვითარებულია: გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთში.
„მზიანი ველის“ დირექტორის ნიკა ბარიშვილის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით მზის ელექტროსადგურების 90%-ზე მეტი კომერციულ ობიექტებზე მოდის. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ძირითად შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის სხვაობაა – ბიზნეს სექტორი გაცილებით ძვირს იხდის ელექტროენერგიაში.
„ელექტროსადგურის მონტაჟის ფასები განისაზღვრება ინდივიდუალურად პროექტების ტიპის, სიმძლავრისა და სირთულის მიხედვით. ასევე, პროექტში გამოყენებული კომპონენტების მიხედვით რომლის არჩევის საშუალებასაც ჩვენი კომპანია მომხმარებელს აძლევს დეტალური კონსულტაციის შემდეგ. ფასები განისაზღვრება სადგურის სიმძლავრის მიხედვით ამ ეტაპზე მზის ელექტროსადგურის აშენება დიდი სადგურის შემთხვევაში ერთი კილოვატი 400-500$-ის ფარგლებშია, პატარა სადგურის შემთხვევაში 500-600$-ის ფარგლებში. მოცემული ფასი მოიცავს სრულ სადგურს, მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ მონიტორინგსა და 3 წლიან სერვისის გარანტიას ჩვენი კომპანიის შემთხვევაში. პროდუქციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ მზის პანელების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანია Trina Solar-თან, ასევე Longi-სა და JA Solar-თან,“ – განმარტა ნიკა ბარიშვილმა
აღსანიშნავია, რომ Trina Solar-ის პანელებზე ვრცელდება მწარმოებლის ყველაზე ხანგრძლივი, 15 წლიანი გარანტია. ასევე, კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მომსახურების ხარისხსაც. შეთავაზების პაკეტი მოიცავს მომხმარებლისთვის სადგურის ჩაბარების შემდგომ 6-თვიან მონიტორინგს, ყოველდღიურ ონლაინ რეჟიმში და პერიოდულად, ადგილზე ინჟინრის ვიზიტითა და სხვადასხვა სატესტო შემოწმებით. ასევე, სადგურზე ვრცელდება 3-წლიანი სერვისის გარანტია, ნებისმიერი გაუმართაობისა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
გაგაცნობთ, 2024 წელს, „მზიანი ველის“ მიერ განხოციელებულ პროექტებს:
„მზიანი ველის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი – 1020 კვტ-იანი სადგური კომპანია „პოლიგრაფჰაბის“ 12 განსხვავებულ სახურავზეა განთავსებული
სადგურის მონტაჟისას „მზიანმა ველმა“ გამოიყენა Trina Solar-ის სრულად შავი მზის პანელები, რომელიც დიზაინსა და ეფექტურობაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სადგური ყოველწლიურად 1350 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
522 კვტ. სიმძლავრის სადგური საწარმო „კოლორ ჯგუფში“
სპეციალისტებმა „კოლორ ჯგუფის“ სახურავზე 522 კვტ. სიმძლავრის სადგური რვა განსხვავებული ტიპისა და დახრილობის სახურავზე განათავსეს. პროექტირებისას გამოიყენეს Trina Solar-ის შავ ჩარჩოიანი პრემიუმ ხარისხის მზის პანელები, რამაც შენობების საერთო ექსტერიერიც რამდენადმე გააუმჯობესა. სადგური წელიწადში 620 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
500 კვტ სიმძლავრის სადგური „კრიალას“ საწარმო თბილისში
სახურავი მცირე დახრილობისაა, რის გამოც „მზიანი ველის“ სპეციალისტებმა სადგურზე განათავსეს სპეციალური ციფრული კამერები და წყლის სახურავზე ასაყვანი სისტემა, რომელთა საშუალებით მარტივად შესამჩნევია პანელების დაბინძურების დონე და სწრაფადვე ხდება რეცხვა, რათა ენერგიის მაქსიმალური გენერაცია შენარჩუნდეს. სადგური წელიწადში 650 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
სამი 36 კვტ. სიმძლავრის სადგური გორში
აღნიშნული სადგურები, მფლობელებს საშუალებას აძლევს, სრულად გაანულონ ელექტროენერგიის ხარჯი არამარტო მცირე საწარმოებში, რომელთა სახურავებზეც განთავსდა პანელები, არამედ ვირტუალური ნეტო აღრიცხვის საშუალებით საკუთარ კორძო სახლებშიც. თითოეული სადგური წელიწადში 42 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
კერძო სახლის სახურავზე განთავსებული 23 კვტ. სიმძლავრის სადგური თბილისში
სადგური სპეციალური წამოსაწევი კონსტრუქციითაა აგებული. შესაბამისად, მონტაჟისას არ დასჭირდათ სახურავის ზედაპირის გახვრეტა. ასეთი კონსტრუქცია მაგრდება სპეციალური სიმძიმეების საშუალებით და საშუალებას იძლევა, რომ მზის პანელები დამონტაჟდეს ყველაზე ეფექტური დახრილობითა და მიმართულებით. სადგური წელიწადში 28 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
15 კვტ. სიმძლავრის სადგური ქუთაისში
სადგური მზის პანელების განთავსების სპეციფიკით გამოირჩევა. ის განაწილებულია სახლის სახურავსა და საცურაო აუზის თავზე და წელიწადში 18 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.
[R]