ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა რუჯის მოყვარულები მზეს თამამად ეფიცხებიან. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა არც თუ ისე მარტივია, ზოგიერთი ადამიანი ამას მაინც ბრწყინვალედ ახერხებს. გამომდინარე იქიდან, რომ რუჯი ახლა საკმაოდ აქტუალური თემაა, გადავწყვიტეთ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენ ხანსაა რეკომენდირებული მზეზე ყოფნა და ზოგადად, რა ეფექტები აქვს რუჯის მიღებას ადამიანის ჯანმრთელობაზე..
დღის რომელ მონაკვეთშია გარუჯვა რეკომენდირებული და როგორია სასურველი ხანგრძლივობა?
მზის აბაზანების მიღების ხანგრძლივობა ზაფხულში უნდა იყოს 15-20 წუთი და ზამთარში 20-30 წუთი. მზის აბაზანების მიღების საუკეთესო დროა დილის 8 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ, რადგან ამ დროს მზის სხივები არ არის ძალიან ძლიერი.
ზოგიერთ დერმატოლოგს მიაჩნია, რომ თუკი მზეს თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორც წესი, უარყოფითი ზემოქმედება არ აქვს, შეგიძლიათ მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე მზის აბაზანების მიღება ყოველ დღე მაქსიმუმ 20 წუთამდე.
ეს განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს ხართ ეკვატორთან, ასევე, როგორია თქვენი კანის ჩვეული რეაქცია მზეზე და როგორია ჰაერის ხარისხი. ცუდმა ჰაერის ხარისხმა შეიძლება დაბლოკოს ულტრაიისფერი შუქი. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ მზეზე დიდხანს ყოფნას ბევრად ჯობს მზის აბაზანების დროგამოშვებით მიღება.
2012 წლის მიმოხილვის თანახმად, მზისგან დამცავი კრემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის 10 საათიდან საღამოს 2 საათამდე, თუმცა, ყოველთვის უნდა ატაროთ მზისგან დამცავი კრემი SPF–ით. ასევე, მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებების ტარება ღრუბლიან დღეებშიც კი, როდესაც ულტრაიისფერი სხივების 80 პროცენტი ჯერ კიდევ არსებობს.
რა დადებითი ეფექტი აქვს მზის აბაზანას?
მზის აბაზანა ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. კვლევები ასევე ამტკიცებენ, რომ მზის სხივები ხელს უწყობს D3 ვიტამინის სინთეზს ადამიანის ორგანიზმში, რაც გადამწყვეტია სისხლის წნევის მომატებისთვის. ჩვილებშიც კი მზის სხივები ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების გამყარებას.
მზის სხივებს აქვთ უნიკალური სამკურნალო ძალა და სასარგებლოა კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი, აკნე და ეგზემა. მზის სინათლე ღრმად აღწევს კანში და წმენს სისხლძარღვებს.
რა უარყოფითი ეფექტი აქვს მზის აბაზანას?
- კანის სიმსივნე – სხივების ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი კანის უჯრედების დნმ და პოტენციურად გამოიწვიოს კანის კიბო, განსაკუთრებით მელანომა.
დეჰიდრატაცია; - დამწვრობა;
- სითბოს გამონაყარი – სითბოს გამონაყარი ხდება ტენიანობის ან ცხელი ტემპერატურის დროს, როდესაც ფორები იკეტება, რაც იწვევს კანზე მუწუკების წარმოქმნას.
- კანის ნაადრევი დაბერება – ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ელასტიურობის დაკარგვა, რაც იწვევს ნაადრევ ნაოჭებს და მუქ ლაქებს.
- თვალის დაზიანება – თვალებიც შეიძლება დაიწვას მზეზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი ულტრაიისფერი დამცავი სათვალე.
- იმუნური სისტემის დაქვეითება – სხეულის იმუნური სისტემა შეიძლება დაქვეითდეს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, რაც მას უფრო დაუცველს ხდის ავადმყოფობის მიმართ.
რა უნდა გვახსოვდეს?
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ მზის აბაზანის მიღებისას:
– დალიეთ ბევრი წყალი და დატენიანდით მზის აბაზანების დროს.
– დაიფარეთ თავი სველი პირსახოცით.
– მზის აბაზანის მიღების შემდეგ მიიღეთ შხაპი.
– არ ჭამოთ არაფერი მზის აბაზანის მიღებისთანავე.
– არ ჭამოთ არაფერი მზის აბაზანის მიღებამდე 2 საათით ადრე.
– ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებები ან ალერგიული არიან სინათლის მიმართ, არ უნდა მიიღონ მზის აბაზანა.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე