in

როგორია მზის ჩასვლა მარსზე? — NASA ფოტოებს გვიზიარებს

ამ საოცარი ფენომენის აღმოჩენას NASA-ს Curiosity როვერს უნდა ვუმადლოდეთ, თანაც, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მზის სხივები ასე ნათლად ჩანდა წითელ პლანეტაზე. ორ თებერვალს მზე მარსის ჰორიზონტის უკან მოექცა და ღრუბლები ისე გაანათა, რომ სინათლის ეპიკური სხივებიც გვაჩვენა. დრამატული მზის ჩასვლა სავსე იყო შუქით, რომელიც ცნობილია, როგორც კრეპუსკულური სხივები. მას უფლის სხივებსაც კი უწოდებენ, რომელიც ხშირად შეინიშნება დედამიწაზე…

M2
M2

მარსის ატმოსფეროს უკეთ შესასწავლად, ნასას როვერი მას 2021 წლიდან აკვირდება. ამბობენ, რომ თუ ჩვეულებრივ მარსის ღრუბლები იშვიათად აღემატება მიწიდან 60 კილომეტრს, ეს ღრუბლები უფრო მაღალ და ცივ განედებზე ჩნდება. კონკრეტული ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ ღრუბლები მშრალი ყინულისგან შეიძლება შედგებოდეს და არა, წყლის ყინულისგან. 

მეტიც, ეს არ იყო ერთადერთი ნათება, რომლის დაფიქსირებაც ცნობისმოყვარე როვერმა მოახერხა. როგორც ამბობენ, 27 იანვარს მან შავ ცაზე ბუმბულის ფორმის, რამდენიმე ფერიანი ღრუბელიც აღმოაჩინა:

როცა ჩვენ ვხედავთ ფერთა გადასვლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღრუბლის ნაწილაკების ზომები მათი მეზობლების იდენტურია. მათი დათვალიერებისას, გადასვლებს შორის ჩანს, როგორ იცვლება ნაწილაკების ზომა ღრუბლებში და, ზოგადად, როგორ იცვლება იგი დროთა განმავლობაში, — აცხადებს მარკ ლემონი, მეცნიერი.

საინტერესოა ისიც, რომ თუ აქამდე ნასა მხოლოდ შავ-თეთრ კამერას იყენებდა, რომელიც მას მოძრაობაში ღრუბლის სტრუქტურაზე თვალყურის დევნებაში ეხმარებოდა, Curiosity-მ უკვე საშუალება მისცა, ღრუბლის ნაწილაკების შემადგენლობა გაერკვია და ამასთან, ფერადი სურათებიც გადაეღო. 

Mercedes-Benz-ის ახალი რეკლამა ქალების მიღწევებზეა ფოკუსირებული

Sidekick — ახალი ბრაუზერი, რომელიც მომხმარებლებს ყურადღების გაფანტვისგან იცავს