დღესდღეობით მსოფლიო კლიმატის ცვლილებების სწრაფი ტემპის პრობლემების წინაშე დგას, სადაც ემისიების შემცირება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოსავლად გვევლინება. აქედან გამომდინარე, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ბირთვული და განახლებადი ენერგიის მაქსიმალურად გამოყენებაზე — მათ შორის იგულისხმება მზიდან მიღებული, რაც ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული მეთოდი…
ახლა კი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Caltech) განცხადებით, მეცნიერებმა მზის პანელების მეშვეობით მიღებული ენერგია კოსმოსიდან დედამიწაზე დაასხივეს. ამგვარი უსადენო პრაქტიკა ისტორიაში პირველია და საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მზის ელექტროსადგურის განსათავსებლად.
აღნიშნული შედეგის მისაღწევად, მეცნიერებმა Space Solar Power Demonstrator (SSPD-1)-ის ტექნოლოგია გამოიყენეს, სახელწოდებით MAPLE. მასში მოთავსებული გადამცემების დახმარებით, ენერგიის კონკრეტული ადგილისკენ მიმართვა შეიძლება — ამისათვის არც დენის წყაროს გამოყენებაა საჭირო. მკვლევრები მიღწევას და მის სამომავლო განვითარების პროგნოზებს ინტერნეტსაც კი ადარებენ — ენერგიის დემოკრატიზება, ინფორმაციის საპირწონედ.