in

მეცნიერებმა პლანეტაზე არსებული მზის ენერგიის მწარმოებელი ობიექტების რუკა შეადგინეს

მასში ისეთი ობიექტები მოიაზრება, რომლებიც მინიმუმ 10 კილოვატს აწარმოებს

2010 წლიდან მზის ფოტოელექტრული ენერგიის (PV) ღირებულების 82%-ით კლებამ მეცნიერებს ნულოვანი ემისიის ენერგეტიკული სისტემის შექმნის შესაძლებლობა მისცა. ეს, შესაძლოა, გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე წიაღისეული საწვავის სისტემა.

M2
M2

ამასთან, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზირებით, მზის ფოტოელექტრული ენერგია 2040 წლისთვის ათჯერ უნდა გაიზარდოს — შედეგად, შემცირდება გლობალური სიღარიბე და გლობალური დათბობის პრობლემები. თუმცა მაინც რჩება გარკვეული კრიტიკული საკითხები… მაგალითად, მზის ენერგია “არასტაბილურია”, რადგან მისი სინათლე დღის განმავლობაში და სეზონებთან ერთად იცვლება. ამიტომ, აუცილებელია მზის ენერგიის შენახვა. თანაც, მექანიზმი ისე უნდა იქნას შემუშავებული, რომ მზის ენერგიამ მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებსაც მიაღწიოს.

მკვლევრებმა მზის ენერგიის მწარმოებელი დიდი ობიექტების პირველი გლობალური აღწერა გამოაქვეყნეს. ამ შემთხვევაში “დიდი” ისეთ ობიექტებს მიემართება, რომლებიც მინიმუმ 10 კილოვატს აწარმოებს, როდესაც მზე ზენიტში იმყოფება. მათ მანქანათმცოდნეობის სისტემა შექმნეს — მოიძიეს დედამიწის ხმელეთის ზედაპირის თითქმის ნახევარი, გაფილტრეს შორეული ტერიტორიები და საბოლოოდ, 68661 არეალში აღმოაჩინეს მზის აპარატურა.

კვლევა ცხადყოფს, რომ 2016-დან 2018 წლამდე მზის ენერგიის გამომუშავება 81%-ით გაიზარდა. ჯამური მონაცემები ძალიან ახლოსაა განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) სტატისტიკასთან. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, ეს მონაცემები ზოგადი მაჩვენებელია და არ არის დამოკიდებული კომპანიის ან მთავრობის ანგარიშებზე.

გეოსივრცობრივად ლოკალიზებული მონაცემები გადამწყვეტია ენერგიის გადასაცემად. ქსელის ოპერატორებმა და ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად მდებარეობს მზის ელექტროსადგურები — სწორედ ასე შეძლებენ იმის გაანგარიშებას, თუ თითოეული მათგანი რამდენ ენერგიას აწარმოებს და გამოიმუშავებს. გარდა ამისა, დისტანციურ სისტემებს შეუძლია, მდებარეობის მონაცემები გენერირების ზრდის ან შემცირების განსასაზღვრად გამოიყენოს.

იმის ცოდნა, თუ სად არის ობიექტი, მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მზის ენერგიის გამომუშავების ზრდის არასასურველი შედეგები შეისწავლონ. ასევე, მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება გაცილებით უკეთ შეძლებს მზარდი სუბსიდიების შექმნას.

„თელიანი ველის“ პროექტი Teliani Collection, „ღვინის ხალხის“ მესამე კოლექციაში, იშვიათ ქათულ ღვინოებს წარადგენს

მენტალური ჯანმრთელობის 1-თვიანი მარათონი – responsible.ge-ს ახალი პროექტი