in

ახალმა ტელესკოპმა მზის დეტალური ფოტოები გადაიღო

ალბათ, უკვე ნახეთ ის საოცარი ფოტოები, რომლებიც მსოფლიოს უძლიერესმა Inouye Solar Telescope-მა დეტალურად აღბეჭდა. თუ დააკვირდებით, 18 კილომეტრის გარჩევადობის მქონე ფოტოზე აღბეჭდილი მზის ატმოსფეროს შუა ფენა, რომელიც  ქრომოსფეროს სახელით არის ცნობილი, მრავალ რამეს მოგაგონებთ… 

M2
M2

ცეცხლოვანი პლაზმის კაშკაშა თმები თითქოს მისი გვირგვინისკენ მიემართება, თაფლის მსგავს მასასაც კი მოგაგონებთ. ხოლო ეს ბუშტები ცნობილია, როგორც გრანულები, თითოეული მათგანის სიფართე კი 1600 კილომეტრია. 

საინტერესოა ისიც, რომ მოცემული პორტრეტები დაახლოებით 82500 კილომეტრია, რაც მზის მთლიანი დიამეტრის მხოლოდ ერთნიშნა პროცენტს შეადგენს. ეს საოცარი მიღწევა Inouye Solar Telescope-ის ერთი წლის იუბილესა და 25-წლიანი ფრთხილად დაგეგმვის კულმინაციასაც ასახავს. 

მზის გვირგვინის ქვემოთ არსებული ქრომოსფეროს დანახვა მხოლოდ მზის სრული დაბნელების დროსაა შესაძლებელი, როცა იგი ჩაბნელებული ვარსკვლავის გარშემო წითელ რგოლს ქმნის. მაგრამ ახალმა ტექნოლოგიამ ეს შეცვალა. მზის სისტემის სინათლის წყაროსთვის ასე ახლოს არასდროს შეგვიხედავს…

ჩვენ მზის ფიზიკის ახალი ლენტი გავჭერით, — ამბობს ასტრონომი და კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერი მეტ მაუნთი. 

მიღებული შედეგები მეცნიერებს მზის ქარიშხლებისთვის მომზადებაშიც დაეხმარება. 

მადლობას ვუხდით ჰავაის მაცხოვრებლებს, რადგან ამ ადგილიდან მუშაობის პრივილეგია მოგვცეს, ამასთან, ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (NSF) და აშშ-ს კონგრესს, ჩვენს Inouye Solar Telescope-ის გუნდს, რომელთა უმეტესობამ ამ ტრანსფორმაციულ პროექტს დაუღალავად მიუძღვნა 10 წელზე მეტი“, — აცხადებენ მეცნიერები,

ჰავაის მაცხოვრებლებს კი მადლობას იმისათვის უხდიან, რომ Inouye Solar Telescope მაუის ვულკანზე, ჰალეაკალაზეა აგებული, რომელიც მათთვის კულტურულად და სულიერად მნიშვნელოვანია ადგილია. თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას მაინც ეწინააღმდეგება, რადგან მათ წმინდა ადგილის შეურაცხყოფა არ სურთ. 

აშკარაა, რომ Inouye Solar Telescope თანამედროვე ასტრონავტებისთვის უზარმაზარი სამეცნიერო მიღწევაა, თუმცა იმ უძველესი ადამიანებისთვის, რომლებიც ვარსკვლავებს აკვირდებიან, ამას კულტურული ღირებულებაც ემატება — გალილეომდე დიდი ხნით ადრე, ადამიანები მთელი მსოფლიოდან მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს იყენებდნენ, რათა გაეგოთ, ჩვენი ადგილი სამყაროში. 

ახლა კი კვლავ შეგიძლიათ გააგრძელოთ მზის სისტემის ცენტრის ყურება და დაფიქრდეთ, ყველაზე მეტად რას გაგონებთ ეს?

რატომ გაუშვა რადიო არხმა რეკლამა, რომელიც ხალხს Alexa-ს მოსმენისკენ მოუწოდებს?

რამდენი GRP დააგროვა თქვენმა რეკლამამ?