მზე საოცრად ჩუმი ჩანს დედამიწიდან, თუმცა ეს რეალურად იმიტომაა ასე, რომ ხმები კოსმოსში არ ვრცელდება. აი, ასე რომ იყოს, მაშინ მზის სისტემა ძალიან, ძალიან შემაწუხებელი იქნებოდა… სითბოსა და სინათლის უდიდეს რაოდენობასთან ერთად, იგი მნიშვნელოვანი ოდენობის ხმებსაც აფრქვევს, რომლებიც ზუსტად იმიტომ არ გვესმის, რომ კოსმოსი ვიბრაციის გადამტანი ნაწილაკების არმქონე ვაკუუმია.
ყველაფერი კი 2015 წელს დაიწყო, როცა კრეიგ დეფორესტმა, წამყვანმა ჰელიოფიზიკოსმა Southwest Research Institute’s Department of Space Studies-დან პასუხი გასცა კითხვაზე — ხმებს ჰიპოთეტურად რომ შესძლებოდა კოსმოსში გადაადგილება ზუსტად ისე, როგორც ეს დედამიწის ატმოსფეროში ხდება, რამდენად ხმაურიანი იქნებოდა მზე?
რამდენიმე გამოთვლის შემდეგ, მან გვითხრა, რომ მზე თეორიულად 100 დეციბელის ხმას გამოსცემდა. ეს კი დაახლოებით იმას ჰგავს როკ კონცერტზე ან ღამის კლუბში დინამიკის გვერდით რომ იდგეთ… გამოდის, შესანიშნავი ამბავია და ძალიან გაგვიმართლა მზე ჩვენგან 150 მილიონი კილომეტრით რომ არის დაშორებული.
მეტიც, რამდენიმე მეცნიერული ინსტრუმენტის წყალობით, ხმის ხარისხზეც კი გვაქვს წარმოდგენა და მათ შორის Michelson Doppler Imager-იც (MDI) არის. SOHO-ს კოსმოსურ ხომალდზეა მიმაგრებული და მზის გარშემო დედამიწიდან 1.6 მილიონ კილომეტრზე ბრუნავს… ხმის ტალღები იმდენად სიღრმისეულია, რომ ჩვეულებრივ სიხშირეებზე ადამიანს მისი გაგება გაუჭირდება, თითქოს, ერთი ტონია, მაგრამ ამასთან, აკუსტიკური ტალღების ინტენსიურ კომპლექსურ ნიმუშს ჰგავს, ამიტომ ზარის ხმასაც ამსგავსებენ.
ხოლო იმისათვის, რომ მზის ხმები ჩვენს ყურებსაც მოესმინა, მეცნიერებმა ისინი ათიათასჯერ დააჩქარეს და კვირების ვიბრაციები რამდენიმე წამად შეკუმშეს, აი შედეგიც: