in

მარსის თანამგზავრმა მზის სისტემაში ყველაზე ღრმა კანიონის ფოტო გადაიღო!

უკვე მზის სისტემის უდიდესი კანიონის სურათიც გვაქვს და იგი ნამდვილად საოცარია. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ Mars Express-ის მისიით გადაღებული იმ ეპიკური გეოლოგიური სტრუქტურის სურათები გამოაქვეყნა, რომელიც Valles Marineris-ის სახელით არის ცნობილი და დიდი კანიონის ეროვნულ პარკს 20-ჯერ აღემატება, ათჯერ უფრო გრძელი და შვიდჯერ უფრო ღრმაც არის. ზემოთ ხსენებული კანიონისგან განსხვავებით კი, სავარაუდოდ, Valles Marineris ტექტონიკური ფილებისა და წყლის ურთიერთქმედების შედეგად შეიქმნა. 

M2
M2

ESA-ს კანიონის ფოტოზე ქვიშიანი ნარინჯისფერი ყურეა ნაჩვენები, რომელიც კლდეებითა და კრატერებით არის გამოყოფილი. ეს კი მზის სისტემის არაორდინალურობის დროული შეხსენებაა. 

საინტერესოა ისიც, რომ ESA-ს Mars Express წითელ პლანეტას 2003 წლიდან იკვლევს, რათა მისი ზედაპირის ასახვა მოახერხოს. ამ დროის განმავლობაში კი რამდენიმე შემაშინებელი და უცნაური კადრიც კი შემოგვთავაზა, მათ შორისაა მარსის ზედაპირის თვალის ფორმის კრატერი და გიგანტური მონსტრის კლანჭებიდიახ, Mars Express კარგად შესრულებული სამუშაოსთვის აღიარებას ნამდვილად იმსახურებს.

თქვენი ბიზნესისთვის გადახდისა და მიტანის გამარტივებაზე „ქვიქშიპერი“ იზრუნებს

ყავის ჭიქაზე დარჩენილი დნმ-ით 47 წლის შემდეგ მკვლელობის საქმე გახსნეს!