in

ასტრონომებმა მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს

“ფარფარაუტისა” და ნეპტუნის ორბიტები ერთმანეთს კვეთს

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთელი სამეცნიერო საზოგადოება ფიქრობდა, რომ  მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტია Farout. ახლა კი ირკვევა, რომ პატარა პლანეტა Farfarout თავისი მდებარეობით ზემოთხსენებულზე შორს იმყოფება – მზიდან დაახლოებით 12.3 მილიარდი მილის დაშორებით.

“ფარფარაუტი” მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინეს, Subaru ტელესკოპის გამოყენებით, თუმცა მათ დამატებით ორი ტელესკოპის (Gemini და Magellan) გამოყენება დასჭირდათ, რათა ზუსტად დაედგინათ პლანეტის ორბიტა.

ამ პატარა პლანეტასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარაუდი არსებობს. მისი დიამეტრი დაახლოებით 400 კილომეტრია, რაც ჯუჯა პლანეტის ქვედა ზღვარია. ის შესაძლოა, ერთ დროს ნეპტუპთან ძალიან ახლოს მივიდა რის შემდეგაც შორს იქნა “გადატყორცნილი”. “დიდი ალბათობით, ნეპტუნთან ურთიერთქმედებაში ის მომავალშიც შევა, რადგან მათი ორბიტები ერთმანეთს კვეთს” – ამბობს ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომი ჩად ტრუხილიო.

საინტერესოა, რომ მეცნიერებისთვის სათუოა “ფარფარაუტის” მიერ “ყველაზე შორეული ობიექტის” ტიტულის შენარჩუნება. კვლევითი ჯგუფის წევრი სკოტ შეფარდის აზრით, ეს მხოლოდ “აისბერგის წვერია”, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ახალი აღმოჩენებისა, რომლებსაც განვითარებული ტექნოლოგიებით მივაღწევთ. ის, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო, უფრო ცხადი გახდება… გარე მზის სისტემა შესაძლოა, ბევრად მეტს მოიცავდეს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

17 000 წლის წინანდელი მუსიკალური საკრავი კვლავ გაჟღერდა

Quad Gods – მსოფლიო დონის გეიმერები, რომლებიც მხოლოდ პირის დახმარებით თამაშობენ