in

ასტროფოტოგრაფმა „მზის ტორნადო“ დააფიქსირა — ვიდეო

ასტროფოტოგრაფია დღეს ძალიან პოპულარული გახდა. თუ ტელესკოპებისა და კამერების ტექნოლოგიურ წინსვლას გავითვალისწინებთ, ეს ბუნებრივი ამბავიცაა. ამაზე ენდრიუ მაკკარტიც დაგვემოწმება, რომელიც Cosmic Background Studios მართავს — მან გასულ თვეს ტვიტერზე მზის ზედაპირზე არსებული ტორნადოს ვიდეო გამოაქვეყნა.

M2
M2

ერთი შეხედვით, ამ მოვლენის მასშტაბების აღქმა რთულია, ამიტომ მაკკარტიმ მისი გაზომვა დედამიწის დახმარებით გადაწყვიტა. როგორც ხედავთ, ამ ტორნადოს სიგრძე 14 დედამიწას უდრის. მართალია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა დედამიწაზე, მაგრამ რა ქმნის ამ უნიკალურ ფენომენს მზის ზედაპირზე?

ეს არის პლაზმის გამოფრქვევა მზის ქრომოსფეროდან. მაგნიტურ მარყუჟში მოქცეული პლაზმის მასა ფოტოსფეროს აშორებს მას… იგი კი უკან, მზეშივე ბრუნდება, — განმარტავს მაკკარტი. 

ეს ყველაფერი განახლებული ტელესკოპით არის გადაღებული, რომელსაც შეუძლია, მზის ატმოსფერო ასობით ათასი სურათით რამდენიმე საათში გამოიკვლიოს. თუმცა მზის ტორნადოს დაფიქსირებას შემთხვევითობას ნუ მიაწერთ, რადგან მაკკარტი მას ყოველდღიურად აკვირდებოდა. ხოლო ის, რასაც ვიდეოში ხედავთ 500 ინდივიდუალური სურათისგან არის მიღებული. 

მეტიც, ასტროფოტოგრაფი კოლეგა ჯეისონ გუენცელთან ერთადაც თანამშრომლობდა, რათა ჩვენთვის მზის 140-მეგაპიქსელიანი სურათი შემოეთავაზებინა:

NASA-მ გველის ფორმის რობოტს კოსმოსურ მისიებში გამოიყენებს

სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს — თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია