სურათი რომ შთამბეჭდავია, ალბათ, თქვენც ამჩნევთ, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანია მზისგან ამოფრქვეული პლაზმა, მზის სრული ხედი და მასშტაბის შეგრძნება…
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, სურათზე მზის ყველაზე დიდი ამოფრქვევაა ასახული.. ეს გამოსახულება მზის მკვლევარმა თანამგზავრმა, Solar Orbiter-მა, დააფიქსირა. ფიქრობენ, რომ ამისთვის იღბალი და სწორი დრო იყო საჭირო, მათ კი ორივეში გაუმართლათ. ეს რომ ერთი თვის შემდეგ მომხდარიყო, ორბიტერი მზესთან უფრო ახლოს იქნებოდა და სრულ სურათს ვერ გადაიღებდა. ასევე, ამოფრქვევა დედამიწისკენ იყო მიდრეკილი, რასაც, შესაძლოა, მზის ორბიტერის მუშაობა შეეფერხებინა.

მზის ამოფრქვევა კორონალური მასის ამოფრქვევის ტიპია. ამ შემთხვევაში კი ამოფრქვევა პლაზმის მასიურ კონცენტრაციებს კოსმოსში აგზავნის და, შესაძლოა, თვეობითაც გაგრძელდეს — განსხვავებით მცირე ამოფრქვევებისგან, რომლის დროსაც ენერგია მოულოდნელად გამოიყოფა, შემდეგ კი მზე მალევე იწოვს მას.













