„მზიური ანექსი“ „მზიური დეველოპმენტის“ ახალი, რიგით მესამე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც მახინჯაურში, ბათუმიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში ვითარდება, იქ, სადაც ზღვა და მთა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ლოკაცია გამოირჩევა სუბტროპიკული კლიმატით, ზღვისა და მთის საოცარი სინთეზით, უხვი მწვანე საფარით, უნიკალური ფლორა–ფაუნით და იშვიათი მცენარეებით, რაც მთელ რეგიონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
„მზიური ანექსი“ ერთი 7 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება რომელშიც 104 აპარტამენტი განთავსდება და მობინადრეებს პრემიუმ ხარისხის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით გადაეცემათ.
„მზიური ანექსში“ დაგხვდებათ:
- გამწვანებული შიდა ეზო კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით,
- ღია აუზი
- ლობი და კონსიერჟის მომსახურება
„მზიური ანექსში“ ბუნება და კომფორტი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. აქ ზღვის ნაზი სიო და მთის სუფთა ჰაერი ქმნის იდეალურ მიკროკლიმატს, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ყოველდღიურ ცხოვრებას გაცილებით სასიამოვნოს ხდის.
„მზიური დეველოპმენტი“ 2019 წელს დაარსდა და აჭარაში ისეთ მასშტაბურ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა „მზიური გარდენსი“ და „მზიური ველნესი“.
კომპანიის პორტფელში არსებული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთელი რეგიონის ურბანული და ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს თავის მხრივ ხელს ხელს უწყობს აჭარის როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალის ზრდას და მას ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად აყალიბებს.
„მზიური დეველოპმენტი“ საქართველოს ბაზარზე ამკვიდრებს მშენებლობის უმაღლეს სტანდარტს და ქმნის ცხოვრების ახალ გამოცდილებას. ძლიერი ბრენდი, სტაბილური ხარისხი და მომხმარებლის მტკიცე ნდობა კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, რაც მას საინვესტიციო თვალსაზრისითაც სანდო პარტნიორად აყალიბებს.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://mziuridevelopment.ge/
[R]