in

„მზიური გარდენსი“ – საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი ბათუმში

პროექტში შედის: 5* საერთაშორისო სასტუმრო CROWNE PLAZA, აპარტამენტების კომპლექსი და რეკრეაციული ზონა 12 000 კვ.მ.-ზე

„მზიური გარდენსი“ ბათუმში, კურორტ მახინჯაურში შენდება. მულტიფუნქციური კომპლექსის ფართობი 15 000 მ2-ია, სადაც უმეტესი ნაწილი რეკრეაციულ ზონას და გამწვანებას ეთმობა. პროექტი სამი შენობისგან შედგება, სადაც,  საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად,  5*-ანი საერთაშორისო სასტუმრო CROWNE PLAZA განთავსდება. „მზიური გარდენსი“ სრულად ბრიტანული ინვესტიციით შენდება, კომპანია MRMU International-ის მიერ, რაც თავის მხრივ, პროექტის სანდოობასა და ხარისხს უსვამს ხაზს.

„მზიური გარდენსი უნიკალური პროექტია, რომელიც ზღვიდან 50 მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე შენდება და გახდება აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტი. ზოგადად, კურორტი მახინჯაური ჰიფსომეტრიულად არის განლაგებული, ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე. აქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. პროექტის მომზადების პროცესში, მაქსიმალურად, გავითვალისწინეთ ლანდშაფტის თავისებურებები და აქცენტი სწორედ მის შენარჩუნებაზე გავაკეთეთ“. – აცხადებს მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა გიორგაძე.

„მზიური გარდენსში“ საცხოვრებელი აპარტამენტები 43,6 კვ.მ-დან იწყება და პრემიუმ კლასის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება.  სიმბოლურია ამ შენობების სახელები: „ჰორტენზია“, „ოლეანდრა“ და „მზიური“. ამ ეტაპზე შავი კარკასის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ხოლო მშენებლობა 2022 წლის ივნისში სრულდება. რეზიდენტებსა და მაცხოვრებლებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ სასტუმროს ინფრასტრუქტურასთან და სერვისებთან. აღსანიშნავია, რომ ყველა აპარტამენტს აქვს პანორამული ხედი ზღვაზე. მომავალ მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით. ამ მხრივ მათთვის კომპანიის მენეჯმენტს საკმაოდ მორგებული პირობები აქვთ.

„მზიური გარდენსი“ საუკეთესო ინვესტიციაა მათთვის, ვისაც საკუთარი უძრავი ქონებიდან ყოველთვიური შემოსავლის მიღება სურს. იმის გამო, რომ აქ, აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტი-ს აღდგენა მიმდინარეობს, ის წლის ოთხივე სეზონზე მოიზიდავს დამსვენებლებს არამარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. გარდა ამისა, აპარტამენტების მფლობელებს ექნებათ სრული წვდომა სასტუმრო სერვისებთან. ბინის შეძენის შემდეგ, თუ მის გაქირავებას გადაწყვეტთ, ადმინისტრაცია დაგეხმარებათ – სურვილის შემთხვევაში, ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მენეჯმენტი საკუთარ თავზე აიღებს. კომპლექსს ასევე აქვს კონსიერჟის, ანიმატორებისა და ტრანსპორტით მომსახურება, ჰყავს ექიმი და საჭიროების შემთხვევაში – ძიძა.

“შენობის ფასადი დამუშავდება სპეციალური თბო და ჰიდრო საიზოლაციო მასალით, რაც ხელს უწყობს მის ენერგოეფექტურობას. ასევე, იცავს ფასადს წყლის შეღწევისა და შესაბამისად, ნესტის დაგროვებისგან. მშენებლობის პროცესში, გამოვიყენებთ სპეციალურ, ენერგოეფექტურ ბლოკს გამოიყენებენ, რომელიც ახდენს ხმის იზოლაციას“.

„მზიური გარდენს“-ის მულტიფუნქციურ კომპლექსში შედის:  კეთილმოწყობილი პირადი სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონა, ღია და დახურული აუზები, კალათბურთის მოედანი, სპა, ფიტნეს ცენტრი, საბავშვო ინფრასტრუქტურა, რესტორნები, კაფე-ბარები, საკონფერენციო დარბაზი, პარკინგი, ავტოსამრეცხაო, ტექნიკური ოთახები და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. აქ მთლიანი სივრცე სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

კომპლექსში, 12 000 მ2-ზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, რომელიც მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად, უნიკალურ მიკროკლიმატს და იდეალურ გარემოს შექმნის. რეკრეაციული ზონის ნაწილი იქნება ფიჭვნარი და სხვა ენდემური ნარგავები, რომლებიც უკვე წლებია, ამშვენებს აქაურობას.

მზიური გარდენსის“ წინ მდებარე სანაპირო ზოლი, გამორჩეულია სუფთა წყლით და თალასოთერაპიისათვის საუკეთესო პირობებით. უნიკალური მდებარეობა, პანორამული ხედები, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო გარემო, ძალიან მიმზიდველს ხდის კომპლექსს. ეს იქნება საუკეთესო ადგილი უსასრულო განტვირთვისა და სიმშვიდისთვის. აპარტამენტები, სადაც თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ.

[R]

ახალი ავტონომიური წყალქვეშა მანქანები მილიონობით ხომალდის პოვნაში დაგვეხმარება!

ტოიოტა წარმოგვიდგენს სრულიად ახალ ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300-ს