in

წარმოუდგენელი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე

ადამიანის ფანტაზია რომ უსაზღვროა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, თუმცა როცა საქმე ბინის შეძენას, უძრავ ქონებაში ინვესტირებას, ან დატვირთული თვეების შემდეგ დასასვენებლად წასვლას ეხება, ხშირად გვიჭირს ჩვენთვის მაქსიმალურად მისაღები და კომფორტული ვარიანტის მოძებნა.

რატომ ხდება ასე?

იქნებ იმიტომ, რომ ამ დროს ჩვენში განსაკუთრებული ვნებით იღვიძებს განუხორციელებელი სურვილები? ფერადი წარმოდგენები ჭეშმარიტ სიმყუდროვეზე, სრულყოფილ დასვენებაზე, მიმზიდველ ყოველდღიურობაზე და გვიჭირს დაჯერება, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია?!

სწორედ ამ სულისკვეთებას და მონატრებული ზაფხულის გადამდებ „ვაიბებს“ გვიზიარებს „მზიური გარდენსის“ ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი, სადაც ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით დაუჯერებელი და მიუწვდომელი გვგონია, ხელშესახები და რეალური ხდება.

ვიდეო მოგვიწოდებს, მივენდოთ საკუთარ ფანტაზიასა და გულისთქმას, რაც ოცნებების დამიწებაში და ჩვენი წარმოდგენების რეალობად ქცევაში დაგვეხმარება.

გვესაუბრება „მზიური გარდენსი“ CMO სალომე სიხარულიძე

M: სალომე, მოკლედ მოგვიყევი პროექტის შესახებ…

„მზიური გარდენსი“ შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებული მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დაბა მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, ზღვიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად, უნიკალურ მიკროკლიმატსა და ხარისხიანი ცხოვრებისა თუ დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.

პროექტი ხორციელდება ქართულ-ბრიტანული საინვესტიციო კომპანია „MRMU International“-ის მიერ და საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად, კომპლექსის ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, ,,CROWNE PLAZA”-ს, განთავსებასაც გულისხმობს.

M: რა გამოარჩევს „მზიური გარდენსს“ სხვა მსგავსი პროექტებისგან?

მოდი, დავიწყოთ იმით, რომ მზიური გარდენსი მართლაც უნიკალური პროექტია აჭარის რეგიონში და მისი სხვა პროექტებთან შედარება ძალიან გამიჭირდება.

მოკლედ ჩამოვთვლი იმ მიზეზებს, რომლებიც ჩვენს კომპლექსს განუმეორებელ ადგილად აქცევს:

  • გამორჩეული ადგილმდებარეობა ეკოლოგიურად სუფთა ზონაში;
  • კლიმატოთერაპია, რაც ბუნებრივი პირობების სამკურნალოდ გამოყენებას გულისხმობს;
  • ისტორიული ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელიც განთავსდება კომპლექსის ტერიტორიაზე და მახინჯაურს მიმზიდველ ლოკაციად აქცევს წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში;
  • 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza-ს სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა;
  • საინვესტიციო მიმზიდველობა და მნიშვნელოვანი უკუგების შესაძლებლობა;
  • უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და ადამიანებზე, მათ სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული ინფრასტრუქტურა.

M: რა იყო ვიდეოს შექმნის მიზანი და ბრენდის მთავარი სათქმელი ?

ჩვენი მიზანი იყო, მაქსიმალურად გულწრფელად გვეჩვენებინა ის ნამდვილი ემოციები და შეგრძნებები, რომლებსაც ჩვენს კომპლექსში მოხვედრა, ნებისმიერ ადამიანში, გარანტირებულად გამოიწვევს. რაც მთავარია, გვინდოდა გვეთქვა, რომ ყოველთვის, როცა მიზნამდე მისასვლელი გზა გართულდება, შორეულ ოცნებად მოგეჩვენება და გადატვირთვის აუცილებლობას მთელი არსებით იგრძნობ, უნდა მიჰყვე საკუთარ შინაგან ხმას და დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია..

რადგან „მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ყველაფერია, რაც ბედნიერი, ლაღი, მრავალფეროვანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის შეიძლება წარმოიდგინო..

რადგან ცხოვრებას, დიდწილად, ჩვენი ხასიათი, ფანტაზია და წარმოდგენები განსაზღვრავს…


კრედიტები

ბრენდი: მზიური გარდენსი

სააგენტო: მავერიკი

შემოქმედებითი გუნდი

შემოქმედებითი ხელმძღვანელი – გიორგი მდივანი

შემოქმედებითი ქოფირაითერი – გიორგი სალთხუციშვილი

ექაუნთ მენეჯერი – ქეთი გაგოშიძე 

ვიდეო წარმოება

პროდიუსერი – ქეთი გაგოშიძე

რეჟისორი – ზვიად ციკოლია

დამდგმელი ოპერატორი – გიორგი მხეიძე

პროდაქშენ კოორდინატორი – მაშო დევდარიანი

მხატვარი – მარია სიჩანინი

გამნათებელი – გიორგი ჩოფლიანი

1st AD – გიორგი ფსიტიძე

1st AC – ოთო შავერდაშვილი

MUA – სოფო მაჭავარიანი

ხმის ოპერატორი – კახა ბერეკაშვილი

მსახიობები: ზურა ბეგიაშვილი, ანანო მგალობლიშვილი

მუსიკა და ხმის დიზაინი: addmusic

ვოკალი და ვოის ოვერი: მარიამ ხუროძე

მონტაჟი – ზვიად ციკოლია

ფერის კორექცია – გოგა ციკოლია

ფოტოგრაფი – გიორგი ბაძაღუა

ტიპოგრაფია- ალექსანდრე ხმიადაშვილი

მოუშენ გრაფიკა – გიგა წერეთელი

კონტენტი

უფროსი ქოფირაითერი – ნიკა გარსენიშვილი

ექაუნთ მენეჯერი – შაკო ხარებაშვილი

გრაფიკული დიზაინი – ანი მალაზონია

კონტენტ მენეჯერი – მეგი ჭყონია

რეკლამის სტრატეგია – ლაშა ბანძელაძე

[R]

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი

Google-მა AI ხელსაწყოები უკვე Gmail-ში, Docs-სა და Slides-ში დაამატა