თბილისში მსგავს ბილბორდს ვერ ნახავთ. სამაგიეროდ უხვადაა ბილბორდები, რომლებიც მოგვიწოდებენ მივიდეთ რომელიმე მაღაზიაში და ვიყიდოთ რაიმე ნივთი, ან გვილოცავენ რაიმე დღესასწაულს და ფასდაკლებას გვთავაზობენ. უფრო სწორად გვეუბნებიან “მოდით და ჩვენთან დახარჯეთ ფული”.
ახალ ზელანდიაში კი “მზრუნველი ბილბორდი” დაამონტაჟეს, რომელიც საზაფხულო აქსესუარებს გვჩუქნის…
Lemon & Paeroa (L&P) და Saatchi & Saatchi-ს ახალ ზელანდიაში საზაფხულო სარეკლამო აქცია-კამპანია წამოიწყეს. მათ ბილბორდი დაამონტაჟეს, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ზაფხული მოდის. სხვა ბილბორდებისგან განსხვავებით სარეკლამო სააგენტომ გადაწყვიტა მომხმარებლის ყურადღება ორიგინალური ფორმით დაემსახურა და ბილბორდი საზაფხულო “შლოპანცებისგან” გააკეთეს.
ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისულიყო და თავისი ბილბორდიდან შლოპანცები მოეხსნა. კამპანიის ფარგლებში ორი ტიპის ბილბორდი დაამონტაჟეს: ერთი, რომელიც საზაფხულო პირსახოცებისგან შედგებოდა და მეორე, რომელიც შლოპანცებისგან იყო აწყობილი.