in ,

n-duo-concept.com – საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული ქართული ინტერნეტმაღაზია

Startauperi
Startauperi

nduo-conceptქალის ტანსაცმლის,ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ინერნეტმაღაზია n-duo-concept.com დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე საერთაშორისო ბაზარზეა წარმატებული. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც ცნობილი და კარგად დამკვიდრებული ბრენდები, ასევე საინტერესო ახალი სახელები.

მაღაზიას აქვს საკუთარი წარმოების ხაზი N-DUO, რომელმაც მომხმარებლის მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

„მარკეტერი“ გთავაზობთ ინტერვიუს n-duo-concept.com-ის თანადამფუძნებელ ნატუკა ქარქაშაძესთან.

M: როგორ გაჩნდა n-duo-concept.com-ის შექმნის იდეა ?Natuka Karkashadze

ინტერნეტმაღაზიის იდეა ჩემ პარტნიორ და N-DUO-CONCEPT.COM-ის თანადამუძნებელ ნინო წილოსანს გაუჩნდა. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და მასაც ლოგიკური აზრი დაებადა, რომ მომავალი ნამდვილად ინტერნეტ პროექტებისაა. მათ შორის ინტერნეტმაღაზიებსაც გარდაუვლად აქვთ პერსპექტივა. იდეების გაცვლის შემდეგ სწორად გადავინაწილეთ ფუნქციები და აღნიშნული პროექტი დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ.

M: რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს ?

მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა სახის პროდუქტს, რომელიც ქალის გარდერობში მოიძებნება – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები.

M: ვის შეუძლია თქვენს საიტზე თავისი პროდუქციის გაყიდვა ?

ჩვენ საიტზე იყიდება როგორც უკვე დამკვიდრებული და ცნობილი ბრენდები, ასევე ახალი სახელები. მთავარია, პროდუქტი იყოს განსხვავებული, რომელსაც დასდევს ერთგვარი სიახლის ელფერი და რა თქმა უნდა, ხარისხიანია.

M: როგორ ხდება მათთან დაკავშირება ? 

თავიდან, ბრენდებს, რომლებიც გვინდოდა საიტზე გვქონოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუკავშირდით. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ კონკრეტული ბრენდის წარმომადგენლები თავად გვიკავშირდებიან და თანამშრომლობას გვთავაზობენ. მაგალითად, ასეთი იყო: A.W.A.K.E .   MOEVA London და ა.შ. ზოგ შემოთავაზებას ვიღებთ, ზოგისგან, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ.

M: გაქვთ, თუ არა საკუთარი წარმოების ხაზი ?

დიახ, გვაქვს საკუთარი წარმოების ხაზი N-DUO, რომლის გაყიდვებმაც იმდენად წაგვახალისა, რომ მისი დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ. სადებიუტო კოლექცია 3-დან 11 მარტამდე, პარიზში- More Dash -ის შოურუმში განთავსდება.

valentine-update

M: რომელია ყველაზე პოპულარული პროდუქტი ?

გაყიდვების მიხედვით ლიდერობს – ავსტრალიური ბრენდი ELLERY, Tak.Ori-ს ნაქსოვი სამოსი, ჩვენივე ხაზის ნივთები და სამკაულის ბრენდი „ეშვი“, რომლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან საიტზე თითქმის არაფერი დარჩა.

M: რატომ ონლაინ მაღაზია ?

პასუხი მარტივია – სტატისტიკა აჩვენებს, რომ, რაც დრო გადის, ადამიანებს მაღაზიებში სიარულის სულ უფრო ნაკლები დრო და სურვილი აქვთ. ამიტომ, ჩვენც გვინდა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდეთ. დღეს დაწყებული ბიზნესით კი, დარწმუნებულები ვართ, წლების შემდეგ ყველა სათუო კითხვაზე გვექნება გაცემული პასუხი.

M: ვის მიიჩნევთ, მთავარ სამიზნე აუდიტორიად ?

10898306_371402559687191_9072086452692414881_nჩვენი სამიზნე აუდიტორია 25 და 45 წლამდე, სოციალურად აქტიური, ფინანსურად დამოუკიდებელი, ე.წ affordable luxury-ის მომხმარებელი ქალბატონები არიან, რომლებსაც აქვთ მახვილი თვალი, ერკვევიან თანამედროვე მოდის სიახლეებში და ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვიწრო სოციუმში თავადვე კარნახობენ ტენდენციებს. ეს არის მომხმარებელი, რომელსაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დრო მაღაზიებში სიარულში დაიხარჯოს. ჩვენ ამოცანაა, ე.წ. შოფინგის პროცესი, რაც შეიძლება გავუმარტივოთ და შევთავაზოთ პროფესიონალურად არჩეული პროდუქტი ნებისმიერი სიტუაციისთვის.

M: რომელი ქვეყნიდან/ქვეყნებიდან გაქვთ ყველაზე მეტი შეკვეთა ?

დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, შემდეგ მოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა შეკვეთები აზიური ბაზრიდან.

M: რა გზებს იყენებთ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ?

მომხმარებელთან დაკავშირება ძირითადად სოცქსელებით, ბლოგერებსა და პრესასთან თანამშრომლობით ხდება.

M: გყავთ, თუ არა კონკურენტები ადგილობრივ ბაზარზე ?

ადგილობრივ ბაზარზე ნიშა, რომლის დაკავებასაც ვცდილობთ, ფაქტობრივად თავისუფალია. ამას ემატება სრულიად განსხვავებული ესთეტიკა, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. პლუს, მომსახურების ფორმა – პრეზენტაბელური შეფუთვითა და სწრაფი გზავნილებითnduo (1) მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

M: მომავალ გეგმებზე რას გვეტყვით ?

გეგმებზე, როგორც წესი, ბევრი საუბარი არ მიყვარს. გვაქვს საინტერესო იდეები და ასევე საინტერესო შემოთავაზებები. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეტაპობრივად შევძლებთ მათ განხორციელებას.

 

ავტორი: ირინა საყვარელიძე

მწუხარებით ვიუწყებით… Alta/Samsung-ის პრინტ კამპანია

თიბისი ბანკის ბიზნესაკადემია – ახალი პროექტი [EXCLUSIVE]