Chanel-მა თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებს კოლექცია N1-ით უპასუხა და პროდუქტის ისეთი შეფუთვა გამოუშვა, რომელიც გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა შეფუთვის თითოეულ დეტალში გამოიხატება. N1 de Chanel-ის ქილებისა და ბოთლების 80% გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული. სუნამოებისთვის შერჩეულია გამჭვირვალე ბიოდეგრადირებადი მინა, რომელიც მანამდე გამოყენებადი მასალის ნახევარს იწონის. გარდა ამისა, მინაზე დატანილი წარწერები ორგანული მელნითაა გაკეთებული, რაც გარემოსთვის ჩვეულებრივზე ნაკლებად საზიანოა.

N1-ის შეფუთვაში ვეღარ შეხვდებით ისეთ არაბიოდეგრადირებად მასალას, როგორიცაა ქაღალდი და ცელოფანი – პროდუქტის აღწერის ნახვა მხოლოდ QR კოდით იქნება შესაძლებელი.

გარდა ეკოლოგიური პასუხისმგებლობებისა, რომელიც სრულად განსაზღვრავს N1-ის შეფუთვის მახასიათებლებს Chanel-მა, ადამიანზე ქიმიური ელემენტების საზიანო ზემოქმედებაც გაითვალისწინა და მასალის 97% ბუნებრივი, ნატურალიზებული ინგრედიენტებისგან შექმნა.

კოლექცია წითელი კამელიებითაა ინსპირირებული, რომელზეც ფრანგული სილამაზის სახლმა დაახლოებით 10 წლიანი კვლევა აწარმოა. No.1 de Chanel სულ 9 პროდუქტისგან შედგება, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერი ტიპის კანს სიჯანსაღის აღდგენასა და შენარჩუნებაში დაეხმარება.













