„ნაბეღლავი“ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. მალე მინერალური წყალი გაყიდვაში ლაიმის ექსტრაქტით გამოვა. აღსანიშნავია, რომ სასმელი ალუმინის ქილაშია ჩამოსხმული. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვიქტორია ჟიჟკო ამბობს, რომ პროდუქტი ახალგაზრდა სეგმენტზეა გათვლილი:
„გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი – ნაბეღლავი ლაიმით, რომელიც გათვლილია ახალგაზრდებზე. ორმაგად გავსებს ენერგიით, რადგან მასში გაერთიანებულია ნაბეღლავის მაცოცხლებელი ძალა და ლაიმის ფრეში – მკვეთრი გემო”.
ახალი პროდუქტის შეფუთვის დიზაინი კომპანია HOLME&WATSON-ს ეკუთვნის. გრაფიკული დიზაინერი ვანო საღინაშვილი, დიზაინერი და არტ-დირექტორი კი ანანო მარცვალაძეა.
„შეფუთვაც შესაბამისია, მხიარული და თვალშისაცემი ფერები, რაც პროდუქტს ვიზუალურადაც მიმზიდველს ხდის და ხაზს უსვამს სასმელის გამაჯანსაღებელ ეფექტს”.
ალუმინის ქილაში გაიყიდება ნაბეღლავი ლაიმის გარეშეც.