in

ნაბერაულის ახალი იერი – რაჭა-ლეჩხუმის ხასიათით მდიდარი არომატები ახალ შეფუთვაში

ნაბერაული, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ჯიშებით დამზადებულ ავთენტურ ღვინოებს სთავაზობს, ამიერიდან კიდევ უფრო ელეგანტურ ბოთლშია წარმოდგენილი.

რაჭა-ლეჩხუმში, საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს რეგიონში წარმოდგენილი ეს ბუტიკ-მარანი აღადგენს და ინარჩუნებს უძველეს, მივიწყებულ ჯიშებს, როგორიც არის მაგალითად, რაჭული მწვანე.

ბრენდის უნიკალური შეთავაზება შედარებით იშვიათი ასორტიმენტია, ასევე, ცოდნის გაზიარება და კულტურის შენარჩუნება. ნაბერაულის ღვინოები დამზადებულია შემდეგი ვაზის ჯიშებისგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური და რაჭული მწვანე.

რაჭის ნიადაგები და უნიკალური მიკროკლიმატი განაპირობებს ამ რეგიონში ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებში დაბალანსებულ მჟავიანობას, დახვეწილ არომატებსა და სტრუქტურას. ეს რეგიონი გამოირჩევა დაბალი მოსავლიანობით და მაღალი ხარისხის ღვინოებით.

„ჩვენი მიზანი უცვლელია: წარმოვაჩინოთ ჩვენი ტერუარის უნიკალური თვისებები, ტრადიციული მეთოდების ინოვაციურ ტექნიკასთან შერწყმით და პრემიუმ ღვინოების შექმნით. ნაბერაულის თითოეული ბოთლი ასახავს მდიდარ მემკვიდრეობას და გიყვებათ საქართველოს ულამაზეს რეგიონზე – რაჭა-ლეჩხუმზე. 2023 წლის მოსავლის ღვინოები კი განახლებულ ბოთლებშია წარმოდგენილი და კიდევ უფრო სრულყოფილი სახით წარდგება მომხმარებლების წინაშე,“ – აცხადებს კომპანია.

ნაბერაულის ღვინოები ხელმისაწვდომია 8000 მოსავალში, ალკორიუმში, ველი სთორზე და ჰორეკას სექტორში. საქართველოს ფარგლებს გარეთ, ღვინო ამჟამად ხელმისაწვდომია საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და უკრაინაში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Apple iOS 18.4-ს ახალ AI ფუნქციას ამატებს — Priority Notifications

თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”