in

2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი  Mundus Vini-ზე! რამ განაპირობა ღვინის კომპანია „ნაბერაულის“, 2020 წლის მოსავლის საერთაშორისო აღიარება

„გუნდი, სათუთად მოვლილი ვენახები და კომპანიის სტრატეგია, ეს არის ჩვენი წარმატების უმთავრესი  საიდუმლო“, – ამბობენ  კომპანიაში

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ „ნაბერაული“ ღვინის ბიზნესში ოპერირება, ურთულეს პანდემიურ ვითარებაში დაიწყო და ამ ბრენდის მოღვაწეობა სულ რაღაც ერთ წელს ითვლის, თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ მან ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვანი სიტყვა უკვე თქვა.

გასათვალისწინებელია კომპანიის სტრატეგიაც, რომელიც მიმართულია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის ავთენტური ღვინის წარმოებაზე, ვინაიდან სჯერათ, რომ ამ კონკრეტულ რეგიონს უპირობოდ ამოუწურავი რესურსი გააჩნია, იყოს მსოფლიო მასშტაბის ღვინის მწარმოებლების  ღირსეული კონკურენტი, ამას კი, ადასტურებს ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის ღვინის კონკურსის, Mundus Vini -ს  2021 წლის  შედეგები.

ორი სიტყვით Mundus Vini-ზე 

Mundus Vini, ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელიწადში ორჯერ, გერმანიაში ტარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, ათასობით ღვინის მწარმოებელი იღებს, სადეგუსტაციო კომისიას კი წარმოადგენენ საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტები, რომლებიც მაღალი სტანდარტების  სრული დაცვით, აფასებენ საკონკურსო ღვინოების გემოვნურ თვისებებს.

წლევანდელი კონკურსი რიგით 29-ე,  „ნაბერაულისთვის“ კი დებიუტი იყო, რომელიც ძალიან  წარმატებული შედეგებით შეჯამდა.

ასე ახასიათებენ  მედალოსან ღვინოებს:

საფერავი – ძელშავი

ოქროს მედალი 

საფერავი – ძელშავი (2020 წლის მოსავალი) წითელი მშრალი – ეს ღვინო გახლავთ  რაჭაში მოწეული საფერავის და ძელშავის ე.წ. ბლენდი, რომელიც  რეგიონის   ჭეშმარიტი ანარეკლია, ღვინო  შეუდარებელი თვითმყოფადობით გამოირჩევა, ხასიათდება მიწის ტონებითა და ტყის მწიფე კენკრის საუცხოო ნაზავით, რომელსაც ასევე დაკრავს შოკოლადის შტრიხები.

ტვიში

ოქროს მედალი

ტვიში (2020 წლის მოსავალი) – თეთრი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, მზადდება ლეჩხუმის, სოფელი ოყურეშის ფერდებზე მოწეული უნიკალური ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გამოირჩევა კეთილშობილი ვენახის ხავერდოვანი და ხალისიანი ტონებით, ახასიათებს უხვი მინერალურობა და სიტკბო-მჟავიანობის კარგი ბალანსი.

ცოლიკოური

 ვერცხლის მედალი

ცოლიკოური (2020 წლის მოსავალი) –  თეთრი, მშრალი   ღვინო, მზადდება ლეჩხუმის,  სოფელი ოყურეშის ფერდებზე მოწეული უნიკალური  ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, ხასიათდება  უხვი მინერალურობითა  და სასიამოვნო მჟავიანობით, არომატების და გემოს ჰარმონიულობა კი, მას სძენს განსაკუთრებულ ხასიათს.

[R]

შენ რა გჭირდება, შენი მიზნების მისაღწევად?

პირველი არხი ყველასთვის!