in

კომპანია „ნაბუ” New Trend-ში, Emporio Armani-სა და Armani Exchange-ში ნანატრ ფასდაკლებებს იწყებს

სასიამოვნო სიახლე მოდის ქართველ მოყვარულებს

კომპანია „ნაბუ” თავის მომხმარებელს მუდმივად ანებივრებდა რეალური ფასდაკლებებით. ის წელსაც არ ღალატობს ტრადიაციას და ნანატრი ფასდაკლებების სეზონს იწყებს.

კომპანია „ნაბუს” მოდის ქართველი მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ. სწორედ ის არის პირველი კომპანია, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ცნობილი ბრენდები ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში შემოიყვანა. ამჯერად ნაბუს თავისი ერთგული მომხმარებლისათვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს – მის ქსელში შემავალ მაღაზიებში: New Trend-ში, Emporio Armani-სა და Armani Exchange-ში დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს.

როცა ფასდაკლებებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ, რომ საქართველოში განებივრებულები არ ვართ ევროპული სტანდარტების ფასდაკლებებით, თუმცა მაღაზიები, რომლებსაც ნაბუ აერთიანებს, ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. New Trend-ში, Emporio Armani-სა და Armani Exchange-ში ფასდაკლებების დროს, შესაძლოა, თქვენი რჩეული ბრენდის სასურველი მოდელი წარმოუდგენელ ფასად შეიძინოთ. ამ მიდგომას ნაბუ არსებობის 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს და ეს ერთგულმა მომხმარებლებმაც ძალიან კარგად იციან.

აღსანიშნავია, რომ ნაბუ თავის მაღაზიებში განთავსებული ყველა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, შესაბამისად, ფასდაკლებების პირობებიც სწორედ ბრენდების სათავო ოფისების აქტიური ჩართულობით განისაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაბუს ფასდაკლებები ამ მოდის სახლებისა და ბრენდების საერთაშორისო სტანდარტებს ზუსტად მიჰყვება.

თუკი ამ სტატიას კითხულობთ და გადაწყვიტეთ, უახლოესი შოპინგი სწორედ ნაბუს მიერ წარმოდგენილ საშოპინგო სივრცეებში დაგეგმოთ, ჩვენ შევეცდებით, კომპანიაში შემავალ მაღაზიებზე მეტი ინფორმაცია გაგაცნოთ.

ნაბუს ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სივრცეა მულტიბრენდული მაღაზია New Trend. ეს არის ჭავჭავაძის 46-ში მდებარე, საქართველოში პირველი, 1000 კვ.მ-ზე განთავსებული ე.წ. Department Store, რომელიც არსებული კონცეფციით 2023 წელს გაიხსნა და თბილისში შოპინგის ახალი სტანდარტები მალევე დაამკვიდრა. გამორჩეული ინტერიერისა და სერვისის სივრცეში თქვენ დაგხვდებათ ისეთი ბრენდების უახლესი კოლექციები, როგორებიც არის: MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG , AMI PARIS , COPERNI, MARNI , R13 , DSQUARED, MSGM, SPORTMAX, ELEVENTY, JACOB COHEN , ZADIG&VOLTAIRE და სხვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაღაზია, რომელიც ნაბუმ ქართულ ბაზარზე წარადგინა, არის EMPORIO ARMANI. სწორედ ნაბუ არის საქართველოში ARMANI Group-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ფრენჩაიზის მფლობელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ARMANI Group-თან კომპანიის ოფიციალური თანამშრომლობა და მეგობრობა უკვე ოც წელზე მეტს ითვლის. EMPORIO ARMANI-ს მონობრენდული მაღაზია ჭავჭავაძის გამზირის 48 ნომერში, 500 კვადრატული მეტრის სამსართულიან სივრცეშია განთავსებული. რაც ყველაზე ამაღელვებელია, სივრცის ფასადი და ინტერიერი თავად ჯორჯო არმანიმ, ARMANI Group-ის არქიტექტორთა გუნდთან ერთად, სპეციალურად თბილისისთვის დააპროექტა. ეს არის EMPORIO ARMANI-ს მაღაზიების ინტერიერის განახლებული კონცეფცია, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ერთეულები შეგვხვდება და თბილისი სწორედ მათ შორის არის. მაღაზიაში სტუმრობისას თქვენ აღმოაჩენთ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უახლეს კოლექციებს.

კიდევ ერთი მაღაზია, რომელიც ნაბუმ გახსნა, არის Armani Exchange. ARMANI Group-ის ყველაზე ახალგაზრდული და მეტად ხელმისაწვდომი ბრენდის პირველი მაღაზია 2016 წელს გაიხსნა. დღეისთვის საქართველოში Armani Exchange-ის სამი მაღაზია ოპერირებს – ორი თბილისში და ერთი – ბათუმში.

და ბოლოს, თუ მსოფლიო სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც ფასდაკლებების შეთავაზებით სწორად სარგებლობენ, ნორმირებულ ბიუჯეტს ხარჯავენ. ასეთ მომხმარებლებს ცნობიერი მომხმარებლების სახელით ვიცნობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწრაფ მოდაზე უარის თქმით და მიზნობრივი შოპინგით, შესაძლოა, ჩვენი გარდერობი რეპუტაციული ბრენდების ხარისხიანი კოლექციებით გავამდიდროთ და ამაში სრულიად ხელმისაწვდომი ბიუჯეტი გავიღოთ.

[R]

როგორ შეუძლიათ კომპანიებს გენერაციული AI-ის პოტენციალის უკეთ გამოყენება

Let’s go Pikachu – ცნობილი ფრაზა, რომლის მიღმაც საინტერესო ისტორიაა