in

Deepfake პერსონაჟის გზავნილი მომავლიდან

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ნაწილი უარს ამბობს სოციალურ მედიაში პერსონალური ინფორმაციის, ფოტოების ან ვიდეოების გამოქვეყნებაზე, მაინც არსებობს პირადი მონაცემების გავრცელების ფარული რისკები. ამ რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, Deutsche Telekom-მა კრეატიულ სააგენტო adam&eveBERLIN-თან ითანამშრომლა. ერთობლივი კამპანია მშობლებს მიუთითებს, როგორ შეიძლება ფოტოებისა და ვიდეოების ინტერნეტში ჭარბად ატვირთვამ ბავშვების სივრცე დაარღვიოს.

სახელწოდებით #ShareWithCare, კამპანია მთავარ პერსონაჟად იყენებს გოგონას, სახელად „ელა“ — ეს არის დიფფეიქ ტექნოლოგიით შექმნილი გამოსახულება და, თავისი არსით, ნათლად მიუთითებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბავშვების ფოტოების ინტერნეტში გაზიარებას. სიუჟეტი ასეთ სცენარს მიჰყვება: ელა მომავლიდან აგზავნის შეტყობინებას და იმ საშიშროებაზე გვაფრთხილებს, რომელიც ვიზუალური მასალის DeepFake კონტენტის შექმნას უკავშირდება. თანაც ამ შემთხვევაში ელას აიძულებენ, ზრდასრული ქალივით იმოქმედოს… შესაბამისად, უამრავი ეთიკური საკითხის პრობლემა იჩენს თავს.

„ყველა ადამიანს, მათ შორის ბავშვს, უფლება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები ციფრული იდენტობის შესახებ. სამწუხაროდ, კვლევების მიხედვით, 5 წლის ასაკში საშუალოდ 1500 ფოტო იტვირთება ინტერნეტში — მათი თანხმობის გარეშე“, — აცხადებენ კომპანიაში.

„დასინეს“ თუ არა პირველი SMS ისტორიაში?

საინტერესო პოდკასტი | Bitcamp: პატარა პროგრამისტების სათამაშო მოედანი