in

როგორ გახდა ნაცრისფერი ეპოქის ფერი?

თუ ბოლო დროს ხშირად სტუმრობთ TikTok-ს, აუცილებლად შეამჩნევდით ფერების უჩვეულო აკვიატებას — უფრო სწორად, მათ ნაკლებობას. როგორც აპლიკაციის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ფერების მრავალფეროვნება მთელ მსოფლიოში გაქრა.

ეს ყველაფერი კი 2020 წლის ბლოგპოსტიდან დაიწყო, რომლის თანახმადაც, სამყაროდან ფერები ქრება… მკვლევრებმა, რომლებსაც ეს დასკვნა ეკუთვნით, კომპიუტერული ხედვა გამოიყენეს, რათა 7 000 ფოტოში ფერადოვანი პიქსელი გაეანალიზებინათ. ეს კი იმის გასარკვევად სჭირდებოდათ, თუ როგორ შეიცვალა ობიექტის ფერი 1800-დან 2020 წლამდე. თითოეული მათგანი ბრიტანეთის მუზეუმს ეკუთვნოდა და 21 კატეგორიად დაიყო — ელექტრონიკიდან და განათებიდან, საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე.

საბოლოოდ, გუნდმა დაასკვნა, რომ ბოლო 200+ წლის განმავლობაში ყავისფერი და ყვითელი (ოდესღაც დომინანტური ფერები) მუქ ნახშირისფერმა ნაცრისფერმა ჩაანაცვლა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რეცენზირებული კვლევა არ ყოფილა და მონაცემთა მეცნიერის თქმითაც, 7 000 ობიექტი საკმარისი არ იყო ფერის ორსაუკუნოვანი ისტორიის ზუსტად განსასაზღვრად. ამასთან, გამოყენებულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებითაც რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნა. და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ორი ცალკეული ფერის ექსპერტის მონაცემები და ანალიზის უფრო ფართო ნაკრები ცხადყოფს, რომ დასკვნები გარკვეულწილად სწორია.

HueData-ს მიხედვით, რომელიც ინტერნეტში ეძებს ფერთა მონაცემებს და ანალიტიკას, ნაცრისფერი ყველაზე გავრცელებული ფერია საავტომობილო ინდუსტრიაში, ყველაზე პოპულარული ფერი კომპანიის ლოგოებში, ხოლო მოდის ინდუსტრიაში მეორე წამყვანი ფერი შავის შემდეგ. ასე რომ, დიახ, ადამიანებს თითქოს უყვართ ნაცრისფერი.

ნაცრისფრის 200 ელფერი და მასობრივი წარმოება

დღეს მომხმარებლები არჩევანის ცისარტყელას წინაშე დგანან, რომელსაც ყოველწლიურად ახალი ფერები ემატება. ბენჟამინ მურის შემოთავაზებული 3500 საღებავიდან კი, თითქმის 200 ნაცრისფრის ტონებს უკავია. თუმცა ეს არაფერია ფერთა სრულ პალიტრასთან შედარებით — HueData-მ 21 მილიონზე მეტი სხვადასხვა ფერი დააფიქსირა ინტერნეტში არსებული ვიზუალების ანალიზისას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების წყალობით, უფრო მეტი ფერის შექმნა შეგვიძლია, ვიდრე ოდესმე.

რატომ არის ნაცრისფერი ჩრდილები ასე გავრცელებული? პირველ რიგში, ფერი მიიღება არა მხოლოდ პიგმენტებისგან, არამედ მასალების ბუნებრივი შეფერილობისგან. 1800-იან წლებში ნივთების უმეტესობა ხისგან მზადდებოდა. დღეს კი ალუმინი ბატონობს. ეს არის ჩვენი ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ჩვენი შენობების ფანჯრის ჩარჩოებიც კი.

„ეპოქის წამყვანი ფერი უნდა იყოს ნაცრისფერი“, — ამბობს HueData-ს დამფუძნებელი ანატ ლეხნერი.

ამასთან, შემთხვევითი არ არის, რომ ნაცრისფერი და პოპულარული მასობრივი წარმოების საქონელი თანაბრად გაიზარდა. ჩვენ ზემოხსენებულ ალუმინის სამყაროში ვცხოვრობთ და როდესაც ბევრ ერთი ტიპის პროდუქტს აწარმოებთ, ნაცრისფერი უსაფრთხო არჩევანად ითვლება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ კარგი ფერი ყიდის, ცუდი ფერი ქმნის ინვენტარს და არავის სურს მარაგის გაზრდა“, — აღნიშნავს ლესლი ჰარინგტონი, აშშ-ის ფერების ასოციაციის 100 წლის აღმასრულებელი დირექტორი. და რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც კაპიტალიზმი ჰქვია, გაყიდვების მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ჰარინგტონი განმარტავს, მოჯადოებული წრე მოიცავს მყიდველებს და მათ ფერთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ანუ, თუ დაინახავენ, რომ შავი, ნაცრისფერი და თეთრი ყოველთვის კარგად იყიდება, გააგრძელებენ შავის, თეთრისა და ნაცრისფრის გაყიდვას…

ყველაფერი კონტაქტებია – გაიცანით ალტე უნივერსიტეტის MBA-ის კონცეფცია და ლექტორები

უნდა ფოკუსირდეთ თუ არა სამსახურზე თქვენი კარიერის ხარჯზე?