21
Nov
2016

ახალ წელს ნაძვის ხეც იქ უნდა შეხვდეს, სადაც მისი ადგილია! – IKEA–ს საახალწლო გზავნილი

21 Nov 2016

Elit Electronics


IKEA–მ საახალწლოდ ყველაზე უჩვეულო გზავნილი შემოგვთავაზა. ამბობენ, ახალი წელი სწორედ ის დღესასწაულია, რომელსაც მარტო არავინ უნდა შეხვდესო. ბრენდის სარეკლამო ვიდეორგოლი გამორჩეული და განსხვავებულია, მასში ყურადღება ახალი წლის იმ ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტზეა გამახვილებული, რომელიც ყველას სჭირდება.

ახალი წლის ღამეს, საახალწლო ნაძვის ხის ირგვლივ იკრიბება მთელი ოჯახი, წელიწადის ამ განსაკუთრებულ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა. მართალია, ყველა დიდ ყურადღებას აქცევს საახალწლო ნაძვის ხეს და მის გასაფორმებლად არც ენერგიას იშურებენ ხოლმე და არც სახსრებს, თუმცა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ნაძვის ხე ამ დღეს მარტოა. მასზე არ ზრუნავს არავინ, სამი პატარა გმირის გარდა. 

 

ეს ვიდეორგოლი განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვს ყიდულობს და არ ფიქრობს, თუ რამხელა ზიანს აყენებს ამით გარემოს. სანამ ამ მნიშვნელოვანი საახალწლო აქსესუარის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მხოლოდ რამდენიმე დღის გულისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ხის მოჭრა და მისი გაფუჭება.

განხილვა