in

„ნაფიქრალი“ — აზროვნების აკადემიის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

4 ივნისს „აზროვნების აკადემიის“ წლის მთავარი ღონისძიება ჩატარდება. „ნაფიქრალი“ აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანების შინაგან მონოლოგს. ღონისძიების მსვლელობისას ჩვენ მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები ვხდებით. წლევანდელი ნაფიქრალის მთავარი თემა არის „მეტამორფოზა“. არჩეული თემის ირგვლივ თითო მომხსენებელი აუდიტორიას 20-25 წუთის განმავლობაში ესაუბრება და საკუთარ ნაფიქრალს აცნობს.

„ნაფიქრალის პირველი ღონისძიება 2019 წელს გავმართეთ. აუდიტორიის მხრიდან მაშინაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ ეს გამოსვლები წიგნის სახით გამოვეცით, რომელიც დღემდე ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი ბესტსელერია. შემდეგ წლებში პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ახლა კი კვლავ ვბრუნდებით და ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცემა.

წლევანდელი „ნაფიქრალის“ მთავარი თემა მეტამორფოზა იქნება. ეს ის თემაა, რომელიც ყველა ადამიანში ინტერესს იწვევს“,  ნუცა ბოხოჩაძე, პროექტის ხელმძღვანელი (აზროვნების აკადემია).

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარ ნაფიქრალს დამსწრე საზოგადოებას გააცნობს 9 სპიკერი:  ზურა მხეიძე, რეზო კორინთელი, ლევან გიგინეიშვილი, ანა ქირია, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, გია მურღულია, მარინა კაჭარავა, გურამ მეგრელიშვილი და ლევან წულაძე.

„ნაფიქრალის“ მთავარი პარტნიორები არიან: თეთრი კვადრატი, ავერსი ფარმა და ლუტეცია. პარტნიორები: TKT.ge, სარაჯიშვილი, ვექტორი, პრომო ჰაუსი. მედიაპარტნიორი: Marketer.Ge მასპინძელი: The Biltmore Tbilisi Hotel

ბილეთების შეძენა აზროვნების აკადემიის საიტზე და Tkt.Ge-ზე იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

+995 0322 15 15 40 აზროვნების აკადემია

+995 595 54 58 85 უჩა გოგიძე, მარკეტინგის მენეჯერი

­­[R]

ჩინ-ჩინ – ერთი მე, ერთი შენ! – „აფლელუ პარიზში” სოციალური კამპანია დაიწყო

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ალცჰაიმერის პროგრესი შეანელა — კვლევა