in

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის, Nainnoh-ს ფსიქოდელიური სინგლი სადებიუტო ალბომიდან


წარმოშობით ქართველი, ამჟამად კი ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსი, Nainnoh სადებიუტო ალბომიდან, პირველ სინგლს „Water” აქვეყნებს  – ალბომი, რომელიც 2021 წლის დასაწყისში გამოვა, 7 წლის განმავლობაში იწერებოდა.

“ჩვენ ყველანი ერთი დიდი სამყაროს ნაწილები ვართ. წყალი ნიადაგს სიცოცხლეს აძლევს, ნიადაგი – მცენარეებს, მცენარები -ცხოველებს, ცხოველები – ადამიანებს და იკვრება დიდი წრე. ასე რომ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვინაიდან ყველაფერი კავშირშია. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ქართული ენის მისტიურობით. მინდა, ამ სიმღერების მოსმენისას, ყველამ გაიაზროს სიყვარულისა და განკურნების ძალა, ის რომ ჩვენს გზაზე ყველას შეგვიძლია გავხდეთ ღმერთები. მინდა ჩემი მუსიკა გამოღვიძების მამოტივირებელი იყოს.“

Nainnoh რუსთავში დაიბადა, ამჟამად კი ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი ექსპერიმენტული, ფოლკითა და ფსიქოდელიით გაჯერებული პოპ მუსიკა, მსმენელისთვის სინემატიკურ გარემოს ქმნის.

ფოტოკრედიტი: ირმა მჭედლიშვილი


ნინი ასილიანის სინგლი “Think Twice” სადებიუტო ალბომიდან

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი Coca-Cola-ს ახალ ქარხანას ესტუმრა