in

ნახეთ: ნაქარგებად ქცეული ჩრდილოეთის ციალი

ცაზე მოცეკვავე, ერთმანეთში მონაცვლე ფერები საოცარ სანახაობას ქმნის…

უკვე დიდი ხანია, ხელოვანების შთაგონების ერთ-ერთ წყაროს ჩრდილოეთის ციალი წარმოადგენს. და სულაც არ არის გასაკვირი, რატომ ხდება ასე… ცაზე მოცეკვავე, ერთმანეთში მონაცვლე ფერები საოცარ სანახაობას ქმნის და მისი მშვენიერება არტისტებს აიძულებს, ეს ბუნებრივი მოვლენა ხელოვნების ნიმუშად აქციონ. ტანია მირონოვაც ასეთი ხელოვანების რიცხვს განეკუთვნება – მან ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთის ციალით შთაგონებული ლანდშაფტური ნაქარგები შექმნა.

მირონოვა აერთიანებს ცივ ლურჯს, ფირუზისფერს, ვარდისფერს, მეწამულსა და მწვანეს. მრგვალ ტილოში ამოქარგული ძაფის თითოეული ნაწილი დროში გაყინულ ჯადოსნურ მომენტებს აღბეჭდავს. გარდა იმისა, რომ ნამუშევრები მოვლენის მშვენიერებას უკვდავყოფს, ასეთი მცირე მასშტაბის ტილოების წარმოუდგენელ შესაძლებლობებსაც უსვამს ხაზს.

ნახეთ: ორიგამისგან შექმნილი შუა საუკუნეების რაინდი

როგორ შევინარჩუნოთ ეთიკა ლიდერობისას?