in

ნახეთ: ცარცით შესრულებული ნახატებით გაცოცხლებული ტროტუარები

არტისტის ძირითად თემატიკას ცხოველთა სამყარო წარმოადგენს

მხატვარი დევიდ ზინი თავისი მომხიბლავი ცარცის ნახატებით ტროტუარებს აცოცხლებს. უკვე წლებია, მისი მიმზიდველი პერსონაჟები საზოგადოების დიდ ნაწილს ახალისებს. არტისტის ძირითად თემატიკას ცხოველთა სამყარო წარმოადგენს, რომლებიც ანიმაციური ხასიათით არიან წარმოჩენილნი.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ბევრ მხატვარს მოუწია თავისი გეგმების შეცვლა, ზინის საზოგადოებრივმა ხელოვნებამ მას შემოქმედების აქტიური გაგრძელების საშუალება მისცა. ზინის გიგანტურ სახატავ ტილოს კი ტროტუარები თუ სხვა მსგავსი ობიექტები წარმოადგენს.

“მე მადლობელი ვარ, რომ ამ ძალიან უცნაური დროის შუაგულში სახალისო სისულელეების შექმნის შესაძლებლობა არსებობს. და მე გამიმართლა, სრული დისტანციისა და წესების დაცვით რომ შემიძლია ცარცით ნამუშევრების შექმნა” – აღნიშნავს მხატვარი.

რადგანაც ცარცით შესრულებულმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, დევიდმა სახელმძღვანელოც კი გამოსცა, რომელიც ყველა მის “ხრიკსა და საიდუმლოს” შეიცავს.

სერვისი Premium Lite – რეკლამებისგან თავისუფალი ვიდეობი YouTube-ზე

ქართველმა ენთუზიასტმა ონლაინ თამაშებისთვის თბილისის 3D რუკა შექმნა