in

ნახეთ: მზის ენერგიაზე მომუშავე ამფიბიური კატამარანი

ამფიბიურ კატამარანს შეუძლია როგორც წყალზე, ასევე ხმელეთზე გადაადგილება

veon
veon

ალბათ, ბევრისათვის არაფერია წყალზე მოსიარულე მანქანაზე მდიდრული. დიზაინის სტუდიამ, Pierpaolo Lazzarini, შექმნა ამფიბიური მანქანა დიზაინი – Pagurus (მეტსახელად Crabmaran), რომელიც კატამარანის როლს ასრულებს წყალზე და ასევე, მანევრირება შეუძლია  ხმელეთზე.

მისი სიგრძე დაახლოებით 82 მეტრია და კატამარანის განმსაზღვრელი საკულტო პარალელური კორპუსებისგან შედგება. Lazzarini Design Studio-ს ახალ, ინოვაციური მანქანაში ოთახები ორ ნაწილად, თითო კორპუსზეა გადანაწილებული. მათში მოიაზრება საცხოვრებელი სივრცე რვა მგზავრისა და ოთხი პერსონალისთვის, მათ შორის ორი სამზარეულო, ორი სველი წერტილი და ექვსამდე საძინებელი ოთახი.

იახტას განსაკუთრებულ ფუფუნებასთან ერთად შეუძლია, გასაოცარ სიჩქარეს მიაღწიოს – 27 მილი საათში. ამისათვის შემქმნელებმა ორი 890HP დიზელის ძრავა პროპელერით დააწყვილეს.

საინტერესოა, რომ Pagurus-ს აქვს ნაწილობრივ მზისა და წყლის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მუშაობის ფუნქცია. მზის პანელების გარდა, ენერგიას აწარმოებენ ხვეული პროპელერებიც, რომლებიც წყლის ხახუნს ბატარეების დასატენად იყენებს.

ცილინდრებს, რომლებიც წარმოქმნიან ენერგიას წყალში, ხმელეთზე სხვა ფუნქცია აქვს – ისინი, მოქმედებს, როგორც პროპელერები. ხვეული სპირალები კი მიწის ზედაპირიდან ჭუჭყის, ქვიშასა და ტალახის მოსაშორებლად გამოიყენება. ასევე, იახტა იძლევა იმის საშუალებას, რომ მანქანები მასში მოათავსოთ და ხმელეთზე გადმოსვლისას, სხვა, უფრო მცირე ზომით მანქანით გადასვლის პრობლემა არ შეგექმნებათ.

რადგანაც ეს არის კონცეპტუალური პროექტი, ყველას, ვინც $30 მილიონს გამოყოფს, შეუძლია Pagurus-ის აშენება და საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურად გადანაწილება.

 

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

ნახეთ: 99 მილიონი წლის წინ ქარვაში გაყინული “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა”