უდაბნოს რაღაც უჩვეულო, თავისებური სილამაზე და “ჯადოსნურობა” აქვს, რის აღქმასაც შესაბამისი კუთხით გადმოცემა სჭირდება. ფოტოგრაფმა რუბენ ვუმ იუტასა მექსიკაში შემოქმედებითი მუშაობის შედეგად, უდაბნოს მომხიბვლელობა საინტერესოდ წარმოგვიდგინა, ასე ვთქვათ, აღბეჭდა უდაბნოს ლანდშაფტების სამუდამო მეხსიერება.
“პროექტი ეხება ნაცნობი ღირსშესანიშნაობების ახალ და უცნობ გარემოში წარმოდგენას, თქვენი ხედვის, გრძნობისა და აღმოჩენის გამოცდილების განახლებას” – ამბობს ფოტოგრაფი.