in

ჩიფსი „ნახვაწა“ – „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტის იდეა

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სტუდენტი, ლაშა კვარაცხელია, ე.წ. მეგრული ჩიფსის პროექტზე მუშაობს. თავად ამბობს, რომ პროდუქტი ინგრედიენტებით, დამზადების ტექნიკითა და სამკურნალო თვისებებით უკონკურენტო იქნება.

BOG
BOG

 

„ლაშა კვარაცხელიამ უკვე ჩამოაყალიბა ბრენდ „ნახვაწას“ კონცეფცია და შესაბამისი პიარ კამპანია“

„ჩვენი პროდუქტი დაანგრევს სტერეოტიპს, რომ ჩიფსი ვნებს ორგანიზმს. მისი მთავარი ინგრედიენტი, ღომი, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და, სამეგრელოში, სამკურნალოდ, ხშირად დიეტის დროსაც იყენებენ. პროდუქტის ინგრედიენტებიდან და ტრადიციული გემოდან გამომდინარე, ვთვლი, რომ საზოგადოების დიდ მოწონებას დაიმსახურებს“, – ამბობს ლაშა კვარაცხელია.

მისივე თქმით, „ნახვაწას“ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, ღომის რძე, ხელს უშლის „ნაბახუსევის“ განვითარებას და ორგანიზმში არსებულ ალკოჰოლსაც ანეიტრალებს. ასევე, ამბობს, რომ უნივერსიტეტი და ლექტორები, მაქსიმალურად უწყობენ ხელს, იდეა რეალობად აქციოს და სამომავლოდ, პროდუქტი ბაზარზე გამოუშვას.

„ლაშა კვარაცხელიას გაუჩნდა იდეა, რომ „მეგრული ჩიფსი“ ბიზნესად ექცია. იდეას ლაშა საქართველოს უნივერსიტეტში ავითარებს, სადაც, ამჟამად, სტრატეგიული კომუნიკაციებს ეუფლება. ლექტორის დავალებით, ლაშამ უკვე ჩამოაყალიბა ბრენდ „ნახვაწას“ კონცეფცია და შესაბამისი პიარ კამპანია, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებში“, – ამბობენ UG-ის წარმომადგენლები.

[R]

“ტერაბანკმა” პერსონალიზებული საბანკო მომსახურება შექმნა

6 გზა, რომლითაც თანამშრომლებს პატივისცემას დაანახებთ