19
Dec
2018

„ნაკო“ – იურისტის ხელნაკეთი ბაფთები

19 Dec 2018

Startauperi
Startauperi


არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილების პროფესიულ არჩევანში მკაცრად ერევიან და თავადვე განსაზღვრავენ, რომელი საქმიანობა უფრო შემოსავლიანი და შესაფერისი იქნება მათთვის. თუმცა, პროფესიით იურისტი ნათია ქოროღლიშვილის შემთხვევაში, სხვაგვარად იყო.

სულ მაწუხებდა იდეები. სკოლის ასაკში, დიზაინერობა მინდოდა. თან, 15 წელი ვცეკვავდი. მაგრამ ბოლოს, ძიების პროცესში, მაინც იურისტობა ვამჯობინე. ოღონდ ჩემით მივიღე გადაწყვეტილება. მშობლებმა ყველანაირად შემიწყეს ხელი, რომ რაც მინდოდა, ის მეკეთებინა. ბავშვობაში მძივებს ვაწყობდი და ვყიდდი, დავდიოდი ხატვაზე, რაღაც პერიოდი აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა დღეს, კორპორატიული იურისტი ვარ“.დიზაინერობის სურვილი მაინც რომ ვერ მიჩქმალა საკუთარ თავში, ერთ დღესაც, საჩუქრად, რამდენიმე ბაფთა გააკეთა. გამოხმაურებამ უკარნახა, რომ ეს საქმე უნდა გაეგრძელებინა და მეგობრის დახმარებით, ამ ყველაფერს, კონკრეტული, საკუთარი ინიციალებისგან შექმნილი სახელი – „ნაკო“ დაარქვა.

სლოგანიც გვაქვს – ყოველდღიური დიადემა – აუცილებელი არ არის ბრჭყვიალა დიადემა იმისთვის, რომ იბრწყინო. ყოველდღიურად, ბაფთაც საკმარისია, განსაკუთრებული სტილისა და მეტი ბრწყინვალებისთვის.

ჯერჯერობით, ბაფთებს თავადვე ამზადებს. ერთი და იმავე ნაჭრისგან ორს, მაქსიმუმ, ოთხ მოდელს აკეთებს. ამიტომ, პროდუქციას ლიმიტირებული რაოდენობით აწარმოებს. უმეტეს შემთხვევაში, ონლაინ და ასევე, მაღაზია „გარაჟის“ საშუალებითაც.

ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა. მთელი სტრესი და ნეგატივი გამოაქვს შიგნიდან. გარდა ამისა, მომხმარებლების უკუკავშირიც ძალიან მოქმედებს. მადლობის წერილებს რომ მწერენ, ეს ძალიან დიდ მუხტს მაძლევს, რომ გავაგრძელო ეს საქმე.

გაზაფხულს, „ნაკო“ ბაფთების ახალ კოლექციას შესთავაზებს საკუთარ აუდიტორიას.

განხილვა