in

Nala Robotics-მა რობოტი მზარეულების ქსელი შექმნა

ჭამა ჩვენთვის კვლავ შეუცვლელ მოთხოვნილებად რჩება… პანდემიის პერიოდში კი ამ პროცესში მიწოდების სერვისი და ციფრული ტექნოლოგიები გააქტიურდა. ახლა რესტორნები სფეროს გაუმჯობესებასა და განვითარებაზე ფიქრობენ, ქმნიან რობოტ შეფებს, ზრუნავენ მომსახურების სისწრაფეზე, საკვების სწორად შეფუთვასა თუ გარე ინვესტორების მოზიდვაზე. 

მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის კომპანია — Nala Robotics, რომელმაც რობოტი მზარეულების ქსელი შექმნა.

ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მზარეულებს შეუძლიათ, თითქმის ნებისმიერი ეთნიკური საკვები მოამზადონ — მათ შორის ჩინური, ტაილანდური, იტალიური, ინდური, მექსიკური, პორტუგალიური. პოპულარული ამერიკული საკვებიც კი, როგორიცაა ბურგერი, სალათები… როგორც სახლისთვის, ისე სარესტორნო ქსელისთვის“, — განაცხდა აჯაი სუნკარამ, Nala Robotics-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამბობენ, რომ Nala-ს სრულად ავტომატიზებული შეფმზარეულის რობოტი ნებისმიერ რეცეპტს შეისწავლის და სრულყოფილად ამზადებს. მომხმარებლებს რობოტისთვის შეკვეთების ციფრულად გაგზავნაც შეეძლებათ. პირველი ასეთი სამზარეულო კი უკვე გაიხსნა ქალაქ ნაპერვილში.

მეტი კომფორტისთვის, მიტანის სერვისი Uber Eats ახლა მომხმარებელს ჯგუფური შეკვეთის დროს თანხის გაყოფის საშუალებას აძლევს. Grubhub კი Buyk-თან პარტნიორობით სასურსათო მიწოდებას აფართოებს. მეტიც, მიტანის სერვისი უფრო სწრაფი გახდება, ანუ, მიწოდებას 15 წუთი ან უფრო ნაკლები დროც დასჭირდება. გადახდისა და საკრედიტო პლატფორმა — Zitti კი პატარა რესტორნებს ციფრული გადახდების მრავალ ვარიანტსა თუ შესაძლებლობას მისცემს. 

პროდუქტების მიწოდებისას ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხიც გადაიჭრება. ისეთი საკვების მიწოდება, როგორიცაა, მაგალითად, შემწვარი ქათამი, სტეიკი, კარტოფილი ფრი, სტანდარტული ყუთებით საკმაოდ ბევრ პრობლემას წარმოშობდა… თუმცა ახლა SavrPack-ის პატარა, ბიოდეგრადირებადი პაკეტები, რომელიც ორთქლს შეიწოვს და საკვების პირვანდელ მდგომარეობას ინარჩუნებს, ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის. 

რა არის დაზღვევა, გვჭირდება თუ არა ის და რა უნდა ვიცოდეთ სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე?

Young Lions-ის ქართველი პრიზიორები კრეატიულ ინდუსტრიაში კონკურსების როლზე გვიყვებიან