in

გათბობის ხარჯები ბინაში, ანუ ასჯერ გაზომილი და ერთხელ გაჭრილი ამბავი – ნამაი ვაკე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ოჯახი, რომელმაც ბინა საკმაოდ იაფად შეიძინა და შემდეგ მთელი ცხოვრება გათბობის კომუნალურებში იმდენს იხდიდა, რომ ალბათ, ამ ფასად კიდევ ერთ ასეთ ბინასაც იყიდდა.

ჰო, ასე გვემართება, ოღონდ იმ მომენტში დავზოგოთ და ბევრს არ ვფიქრობთ ხოლმე. ასეთ დროს თავი მოგებულიც გვგონია, სინამდვილეში კი, სამომავლოდ ვიძვირებთ ცხოვრებას. არ ვიცით დაზოგვა სადაური სიტყვაა, მაგრამ ერთი ვიცით, დაზოგვა არა ერთჯერადი, არამედ დროში ხანგრძლივად ნაფიქრი, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ მოგემსახურება ისეთი ქმედებაა.

მაშინ ჩვენ მოგიყვებით ამბავს ოჯახზე, რომელმაც ბინა ნამაი ვაკეში იყიდა. “იყო და არა იყო რა”-ს გადავახტებით და პირდაპირ საქმეზე გადავალთ.

ამ ოჯახის უფროსი ქალბატონი საკმაოდ თავშენახული და პრაქტიკული გონების ვინმე იყო, ხოდა განა მხოლოდ ლამაზ შენობას, მოწესრიგებულ სადარბაზოს ან გამწვანებულ ბაღს აკვირდებოდა, მშენებლობის ხარისხისა და მასალების დოკუმენტებშიც კი გაერკვია.

ოჯახს უკვირდა, რად უნდა სახლის არჩევას ამდენი კითხვა და გამოკვლევაო, მაგრამ ხომ იცით როგორც ამბობენ, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.

მთავარი, რასაც შემდგომში ეს ქალბატონი ბინის შეძენით დაკავებულ მეგობრებსა თუ ნაცნობებს ურჩევდა, თბოიზოლაციის საკითხი იყო, ანუ, ინარჩუნებდა თუ არა საცხოვრებელი შენობა სითბოს ისე, რომ თბოდანაკარგი მაქსიმალურად მინიმალური ყოფილიყო.

როგორც გაირკვა და თურმე ცნობილიც ყოფილა, სითბოს 60%-მდე პროცენტი კედლებიდან, სახურავიდან, იატაკიდან და ფანჯრებიდან იკარგება. შედეგად კი, ვიღებთ მეტ ენერგოდანახარჯს, ანუ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, კომუნალურებში მეტის გადახდა გვიწევს. ამიტომ, თბოიზოლაციის ამბების ცოდნა მხოლოდ მშენებლების და ინჟინრების ამბავი როდია, თუ ბინის ყიდვას აპირებ, აგერ უკვე დროა შენც კარგად ჩაიხედო ამ საქმეში.

მინიმალური ენერგოდანახარჯისთვის შენობის კარ-ფანჯარა ენერგოეფექტური უნდა იყოს, ხოლო კედლებს, ჭერსა და სახურავს ხარისხიანი იზოლაცია ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თბოდანაკარგს და შესაამისად, ყოველთვიურ კომუნალურ ხარჯებს.

აი, შენ თვითონაც გადახედე, როგორც ცხრილიდან ჩანს, შენობაში ყველაზე მეტი ენერგია სწორედ გათბობასა და წყლის გაცხელებაზე იხარჯება. ეს ორი კი, მგონი ყველაზე მეტად გჭირდება.

სარეკლამო ტექსტივით გასროლილი ფრაზები დიდად არ გვიყვარს, მაგრამ ნამაი ვაკეში ისეთი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დავნერგეთ, რომ ამ ყველაფერს ოპტიმიზაციას ვუკეთებთ და არსებულ რესურსს მაქსიმალურად ეფექტურად ვითვისებთ.

აი, მაგალითად:

  • კარფანჯრის ენერგოეფექტურობიდან გამომდინარე, წელიწადში 532 მეგავატი გვეზოგება, რაც სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით 65% უფრო ეფექტურია.
  • გარე კედლების, სახურავისა და ჭერის იზოლაციით წელიწადში 530 მეგავატს ვზოგავთ, რომლის ეფექტურობა 71%-ს შეადგენს.
  • თანამედროვე ცენტრალური ბოილერითა და წყლის გამაცხელებლით კი –

წელიწადში 210 მეგავატს, 34% ეფექტურობით.

კი მაგრამ, “მე რა?” თუ ეს კითხვა გაგიჩნდა, გაითვალისწინე, რომ ეს პროცენტები და ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია შენი კომუნალურის ქვითარში ჩაწერილ რიცხვებთან.

დამატებით, ნამაის მზის ელექტროსადგური წელიწადში 65 მეგავატს ისედაც გამოიმუშავებს, რაც შენობის მოხმარებისთვის საჭირო ენერგიის დაახლოებით 70%-ს ზოგავს. ეს კი, ითარგმნება იმაში, რომ შენი, როგორც მაცხოვრებლის საერთო სივრცის გადასახადი ფაქტობრივად 0-ს გაუტოლდება.

და მარტო საკუთარ თავზე ფიქრი რომ არ გამოგვივიდეს და ცოტა დედამიწაზეც გადავიტანოთ ყურადღება, დადგენილია, რომ CO2 ჯამური გამოყოფის 39% სწორედ შენობებზე მოდის. ნამაი ვაკეს კომპლექსი წელიწადში 1541 მეგავატ ენერგიას დაზოგავს და CO2 ემისიების წელიწადში 70 ტონამდე შემცირებას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფერში კი შენი ხელიც იქნება გარეული.

ამ ყველაფრით კი იმის თქმა გვინდა, რომ მოგებული სწორედ ისაა, ვინც გრძელვადიანად ზოგავს და თუ შენს ოჯახთან ერთად ბინის შეძენას ახლა ფიქრობ, შეგიძლია ასჯერ გაზომვა უკვე დაიწყო იმისთვის, რომ ერთხელ გაჭრა და ხარისხიანად.

სტატიაში გამოყენებულია მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) მასალები.

[პარტნიორის კონტენტი]

სტატიის ავტორი : ნინჩო ბალანჩივაძე

საბეჭდი მანქანა ახალი დიზაინით ბრუნდება

LEO — ჰიბრიდული რობოტი, რომელსაც ფრენა და სიარული შეუძლია