in

გამწვანების როლი თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში – „ნამაი სტანდარტი“

პანდემიის პირობებში, ქალაქის მაცხოვრებლებმა განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცადეთ  ბუნებასთან სიახლოვის აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, აქამდე არსებული ეკოლოგიური პრობლემებისა და ბოლო წლების ტენდენციების გათვალისწინებით, დეველოპერულმა კომპანიებმა  გამწვანების პროცესი (რომელიც მარტო ხეების დარგვას როდი გულისხმობს), ხარისხობრივად სხვა დონეზე აიყვანეს. ამ მხრივ ბევრი განსხვავებული მიდგომა არსებობს და ყველა კომპანიას საკუთარი ხედვა გააჩნია, თუმცა, დღევანდელ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა იგულისხმება “გამწვანების სამუშაოების” მიღმა ისეთ ავტორიტეტულ და ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, როგორიც არის „ნამაი ვაკე“.

ამ კომპლექსურ პროცესს, რომელიც სიღრმისეულ და სწორ დაგეგმარებას საჭიროებს, „ნამაი ვაკეს“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელში „ევროპლანტ ჯორჯია“ უძღვება. აღნიშნული კომპანია არსებული პროექტის ადაპტაციას იმ გარემო პირობების გათვალისწინებით ახდენს, რომელშიც კომპლექსი გეოგრაფიულად მდებარეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ „ნამაი ვაკეს“ პროექტი 80 %-ით „მწვანე სახურავის“ პრინციპითაა დაპროექტებული, დანარჩენი კი ბუნებრივი ნიადაგია. როგორც ცნობილია, „მწვანე სახურავების“ მოწყობა ბოლო წლებში ტრენდული მიმართულებაა. აქ იგულისხმება  ყველა გამწვანებული სივრცე, რომელიც ბუნებრივ ნიადაგს უშუალოდ არ ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება აუცილებლად სახურავზე გაშენებულ ბაღს არ ითვალისწინებს, არამედ შესაძლოა, გამწვანება აივნებზე, ტერასებზე, საერთო სივრცეებსა და ავტოფარეხზეც კი მოეწყოს. ამასთან დაკავშირებით, „ნამაი ვაკეს“ კომპლექსში როგორც მყარი ლანდშაფტის, ასევე ბილიკების, გზების, ფურნიტურის, განათებისა და სარწყავი სისტემების მოწყობა, ასევე  დენდროლოგიური ნაწილის – ბალახის, გაზონის, ხეებისა და მცენარეების არჩევა-ჩარგვა ხორციელდება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამწვანების თემა მეტად სპეციფიკურია და ის შესაბამის მიდგომასაც მოითხოვს. მცენარის კომფორტული არსებობისთვის ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. დასაფასებელია, რომ „ნამაი ვაკეში“ ყველა ეს დეტალი გათვლილია და მიღებულია ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. მაგალითად, სადრენაჟე სისტემის სენდვიჩების მოწყობის შემდეგ, ზემოდან სპეციალური სავეგეტაციო ნაზავია შეტანილი და მხოლოდ ამის შემდეგაა მცენარეები დარგული. ამ მიმართულებით „ევროპლანტ ჯორჯია“ „მწვანე სახურავების“ ტექნოლოგიების მწარმოებელ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ გერმანულ კომპანია “ZinCo“-სთან თანამშრომლობს.

რკინა-ბეტონის კომპლექსებში სწორად დაგეგმარებული გამწვანება შთანთქავს ნახშირორჟანგსა და მტვერს. ასევე ბეტონის, შუშისა და ასფალტის საპირწონედ, გამწვანების ეს მეთოდი ამცირებს სითბურ ეფექტს და გაზრდილი რაოდენობით მოსულ ნალექს შთანთქავს, რაც წყლის მოვარდნის საშიშროებას მნიშვნელოვნად ამცირებს. სწორად გადაწყვეტილი სადრენაჟე სისტემებითა და სპეციალური სუბსტრატებით მოწყობილ სახურავზე მოხვედრილი წყალი ქვედა შრეებში დროულად და შეუფერხებლად ხვდება, რაც თავის მხრივ, სავეგეტაციო შრის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს და შენობის ჰიდროიზოლაციას დაზიანებისგან იცავს.

აღსანიშნავია, რომ „ნამაი ვაკეს“ ლანდშაფტის დაგეგმარებისას სივრცე სეირნობისთვის, ასევე საპიკნიკედ გამოსადეგი გაზონებითა და ნიადაგმფარავი მცენარეებით დაიტვირთა; შეირჩა თბილისურ კლიმატზე მორგებული სპეციალური ჯიშის ბუჩქები და ხეები, რომლებიც მინიმალურად ალერგიულია; დამატებით იქნა გათვალისწინებული ხეებისგან მიღებული საჩრდილობელი ფაქტორები, ქარსაცავი ზოლები და მცენარეებისთვის კომფორტული ზონები; მოეწყო მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მცენარეების ჩანართები; ბავშვების სათამაშო მოედანზე კი უსაფრთხო, ნაკლებად დამაზიანებელი მცენარეები და მეტი მწვანე საფარი დაირგო. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკორატიული მიმართულება, რაც წელიწადის ყველა დროს თავისებურად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ნამაი ვაკეს“ გუნდს სურდა, რომ  არამხოლოდ საკუთარ წითელ ხაზებსა და ჩარჩოებში მოეწესრიგებინა სივრცე, არამედ იმ მიმდებარე ტერიტორიაზეც ეზრუნა, რომელიც კუს ტბის პლატოს უერთდება. „ნამაის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, არა უბრალოდ მწვანე სივრცის, არამედ ძალიან დეტალურად ნაფიქრი გეგმის შექმნა, რომელიც მობინადრეებს მოერგებოდა და როგორც მათ ფიზიკურ, ისე სულიერ კომფორტსა და რა თქმა უნდა, ეკოლოგიურ მხარეზე იზრუნებდა. გამწვანების საკითხისადმი სწორედ ამგვარი მიდგომა გამოარჩევს „ნამაი ვაკეს“ კომპლექსს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის კომპეტენციასა და მაღალ სტანდარტს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერებმა დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ ახალი მოწყობილობა შექმნეს

„აჭარაბეთი“, SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის“ კატეგორიის ფინალშია